სპორტი
პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა გაიმარჯვა
მიმდინარეობს ნინო სალუქვაძის ტირში თბილისის ღია ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. მასში მონაწილეობენ თბილისის ორივე კლუბი, თელავისა და ქუთაისის გუნდები.

„გაიმართა ქალთა პირადი პირველობა, რომელშიც 20 ჩუბინი ჩაება. საჩემპიონო ბრძოლა დაძაბული გამოდგა და 6 სერია გამარჯვებულის გამოვლენას სრულად არ ეყო, რადგან თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა და თბილისელმა ლიზი კილაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ერთნაირი შედეგით, 569-569 ქულით დაასრულეს. გამარჯვებული დამატებითი მაჩვენებლებით გაირკვა და ჩემპიონი კვლავაც ფროდიაშვილი გახდა, რადგან ბოლო სერიაში უკეთესი შედეგი ჰქონდა. კილაძეს ვერცხლი დარჩა, ბრინჯაო კი თბილისელმა მარიამ აბრამიშვილმა ირგუნა 559-ით.“ - აცხადებენ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციაში.

ქალთა შორის ადგილები ასე გადანაწილდა:

1. მარიამ ფროდიაშვილი (თელავი) - 569 (93, 94, 95, 95, 96, 96)
2. ლიზი კილაძე (თბილისი; კლუბი ნინო სალუქვაძე) - 569 (93, 95, 95, 95, 96, 95)
3. მარიამ აბრამიშვილი (თბილისი; კ.ნ.ს.) - 559 (89, 93, 97, 93, 92, 95)


ტურნირი გუშინ, 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს ვაჟები იასპარეზებენ. შეჯიბრი შერეულ წყვილთა გამოსვლით და დაჯილდოებით ხვალ დასრულდება.

ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირი მხოლოდ ერთ ასაკობრივ კატეგორიაში - უფროსებში ტარდება (ქალებშიც და ვაჟებშიც), თუმცა ახალგაზრდებიც ისვრიან. ჩემპიონატს თბილისის მერიის სპორტის შესაბამისი სამსახურის დაფინანსებით დედაქალაქის სროლის ფედერაცია ატარებს.


| Print |
FaceBook Twitter Google