სპორტი
საგარეჯოში ტურნირი გაიმართა რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას ეძღვნებოდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასრულდა გარდამავალი თასის გათამაშება ფრენბურთში ორგანიზაციებს შორის, რომლის მიზანიც იყო მუნიციპალიტეტში საფრენბურთო ტრადიციების აღორძინება, ფრენბურთის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
აღსანიშნავია, რომ ტურნირი მიეძღვნა 20 იანვარს ქალაქ საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას.

როგორც ცნობილია, ტურნირში მონაწილე გუნდები ოლიმპიური სისტემით ასპარეზობდნენ და შეჯიბრში მონაწილეობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული ორგანიზაციების 7 გუნდი.

• პირველი ადგილი დაიკავა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის გუნდმა.
• მეორე ადგილზე გავიდა სააქციო საზოგადოება ბანკი - „კრედო“.
• მესამე ადგილის მფლობელი გახდა გუნდი „ნუშები“.

ცნობისთვის, ტურნირი საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდა გარდამავალი თასით, ფულადი პრიზით ასევე შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით.


პირველ ადგილზე გასული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის გადაწყვეტილებით, მიღებული საპრიზო თანხა მოხმარდება 20 იანვრის ტრაგედიისას დაზარალებულ მოქალაქეებს.







| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საგარეჯო /