სპორტი
ნაკრების თამაშის ნახვა გურჯაანის კულტურის და დასვენების პარკშია შესაძლებელი
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანის, დავით მუჯირის განაცხადებით, საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ბათუმში გამართავს.
მუჯირის თქმით, პირველი შეხვედრა ერლინგ ჰალანდის ნორვეგიასთან ბათუმის სტადიონზე გაიმართება, სადაც ეროვნულმა გუნდმა რამდენიმე შეხვედრა უკვე ჩაატარა.

გურჯაანის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, მატჩს დიდ ეკრანზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში.

28 მარტს, 18:00 სთ-დან შეგიძლიათ უგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს.

| Print |
FaceBook Twitter Google