სპორტი
გურჯაანელი მოჭადრაკე დების კიდევ ერთი წარმატება
ლაგოდეხში ჩატარებულ კახეთის პირველობაზე ჭადრაკში, საერთაშორისო დიდოსტატების ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის გურჯაანის საჭადრაკო კლუბის მოჭადრაკეებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს.
კლუბის დირექტორის, გია ქიტესაშვილის განმარტებით, ანა დათუაშვილმა და მისმა დამ, მარიამ დათუაშვილმა თავის შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვეს.

“ჩატარდა კახეთის პირველობა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის. 8-წლიანებში ბიჭ მოწინააღმდეგეებშიც კი გაიმარჯვა ანა დათუაშვილმა, რაც არც თუ ისე ადვილია. 10 წლიანებში კი მისმა დამ მარიამ დათუაშვილმა დაიკავა პირველი ადგილი,“- ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში გია ქიტესაშვილი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ტურნირში სულ 33-მა მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ადგილები ასე გადანაწილდა:

8-წლიან გოგონებში
Iადგილი - სუკასიანი მარიამი
II ადგილი - ლოლაძე ნუკა
III ადგილი - ხასია ანასტასია

8-წლიან ჭაბუკებში

I ადგილი - დათუაშვილი ანა
II ადგილი - უნაფქოშვილი გიორგი
III ადგილი - თედიაშვილი ზაზა

10-წლიან გოგონებში
I ადგილი - დათუაშვილი მარიამი
II ადგილი - ლიმარ სოფია
III ადგილი - ქშუტაშვილი ნათია

10 წლიან ჭაბუკებში
I ადგილი - ჭინჭარაული ალექსი
III ადგილი - ბეჟიტაშვილი დემეტრე.

ტურნირში გამარჯვებულებს თასი, მედლები და დიპლომები გადაეცათ.

| Print |
FaceBook Twitter Google