გურჯაანის სპორტული გაერთიანების მოცურავეთა ნაკრებმა აჭარის ღია
პირველობაზე კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია.
როგორც კახეთის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი გურამ
მამუკაშვილი Speqtri.ge-სთან ამბობს, მომავალში იგეგმება საქართველოს
ზაფხულის ჩემპიონატი, სადაც გურჯაანელი მოცურავებიიც
იასპარეზებენ.
„გაიმართა აჭარის ღია პირველობა, სადაც 2010-2011 წელს დაბადებული
სხვადასხვა რეგიონის ნაკრები გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
თავისუფალი სტილით ესტაფეტაში და კომბინირებულ ცურვაში
(4-50) მეორე ადგილი აიღეს. ესენი არიან: მარიამ გეთიაშვილი,
მარიამ გოგიაშვილი, მარიამ პაპუნაშვილი და ნინო ზარდიაშვილი.
მომავალში იგეგმება საქართველოს ზაფხულის ჩემპიონატი, სადაც
გურჯაანელი მოცურავეებიც მიიღებენ მონაწილეობას,“-ამბობს გურამ
მამუკაშვილი.
მისივე თქმით, გამარჯვებულ
სპორტსმენებს სიგელები და შესაბამისი სინჯის მედლები
გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები