სპორტი
თელავი კიკბოქსინგის ჩემპიონატს უმასპინძლებს
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 18 ივნისს, 16:00 საათზე, თელავი კიკბოქსინგის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
მათივე თქმით, ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები საქართველოდან, ირანიდან და სომხეთიდან.
საქართველოს მასშტაბით კი თელავის, ახმეტის, გურჯანის, ყვარელის, თბილისის, ბორჯომის, ზესტაფონის, მარნეულის, ჩოხატაურის, ფონიჭალისა და დმანისის კლუბების გამორჩეული კიკბოქსიორები იასპარეზებენ.

როგორც ცნობილია, გამარჯვებულებს თასი, მედალი და დიპლომები გადაეცემათ.

ცნობისთვის, ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან თელავის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაცია და თელავის კიკბოქსინგის კლუბი "ჯორჯია".




| Print |
FaceBook Twitter Google