სპორტი
საგარეჯოელი გიორგი ქვლივიძე ევროპის ჩემპიონია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მას-რესლინგში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გამარჯვებულთა შორისაა საგარეჯოელი გიორგი ქვლივიძე.

• ოქრო - გიორგი მოდებაძე (-100კგ, M3), ალექსი დავითაშვილი (+100კგ, M4);
• ვერცხლი - ბადრი ბასოშვილი (-60კგ, М4);
• ბრინჯაო - დავით უძილაური (-81კგ, M3), დევიკო გობეჯიშვილი (-100კგ, M3), ირაკლი ახრახაძე (+100კგ, M3).


„გიორგი ქვლივიძე (90 კგ) და გიორგი ტალახაძე (+125 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ქვლივიძემ თავის წონით კატეგორიაში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ აბსოლუტურ კატეგორიაშიც იასპარეზა და ქართულ ფინალში თავისზე ბევრად მძიმე გიორგი ტალახაძესთან დათმო ფინალური შეხვედრა, ბორჯომელმა გიგანტმა კი 2 ოქროს მედალი და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.“-აცხადებენ მერიაში.

როგორც ცნობილია, ასევე, სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის შეჯიბში, საგარეჯოელმა ქართველმა ძიუდოსტმა - დევიკო გობეჯიშვილი (-100კგ, M3) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა



| Print |
FaceBook Twitter Google