სპორტი
თელავის ცენტრალურ მოედანზე ველომარათონი მოეწყობა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 30 ივნისს, 12:00 საათზე, მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, თელავის ცენტრალურ მოედანზე ველომარათონი მოეწყობა.
როგორც ცნობილია, ღონისძიებაში მოყვარული ველომრბოლელები და თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავის“ სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

„14:00 საათზე ზაირა არსენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ,,ენერგოეფექტური სერვისები თელავში“.
შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია თელავში არსებული ენერგო ეფექტური სერვისების შესახებ. შეხვედრას თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი ,,მდგრადი ენერგეტიკა“ დაასრულებს.“-აცხადებენ მერიაში

ცნობისთვის, ღონისძიების მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია და ღონისძიების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.

| Print |
FaceBook Twitter Google