სპორტი
საგარეჯოში ველოტური გაიმართება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ორგანიზებით, 7 ივლისს 10:00 საათიდან ველოტური ჩატარდება.
ამასთან ერთად, დაგეგმილია ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანია და მცირე მასშტაბიანი ექსკურსია სახელწოდებით - “აირჩიე მწვანე-ჯანსაღი მომავლისთვის“.

„ველოტურში მონაწილეობას მიიღებენ საგარეჯოს საჯარო სკოლების მოსწავლეები, მოხალისეები და სპორტის მასწავლებლები. ველოტური გაიმართება საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლიდან შპს „ჯეო- ორგანიკი“-ს ქარხნის- ქართველ იუნკერთა ქუჩა # 14 - ის მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებსა და მოხალისეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და ადგილზე გაეცნონ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ქალაქ საგარეჯოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჩირისა და გამომშრალი ბოსტნეულის მწარმოებელი საწარმოს- შპს "ჯეო-ორგანიკი"-ში ტექნოლოგიურ პროცესებს, რომელიც მზის სისტემაზე მომუშავე საშრობი აგრეგატით არის აღჭურვილი. მონაწილეებს მერია ბრენდირებული მაისურებითა და კეპებით დაასაჩუქრებს.“-აცხადებენ საგარეჯოს მერიაში.

ცნობისთვის, ველოტურის შემდგომ, კულტურის სახლის მცირე დარბაზში ახალგაზრდებისთვის მოეწყობა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პრეზენტაცია - „ მდგრადი ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება“.





| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu