სპორტი
გურჯაანის დელტა VS ზესტაფონის მარგვეთი - დღეს გურჯაანის სპორტკომპლექსში
დღეს, 8 დეკემბერს, 19 საათზე, გურჯაანის სპორტკომპლექსში კალათბურთის სუპერლიგის მეცხრე ტურის მატჩი გაიმართება.

ერთმანეთს დაუპირისპირდება გურჯაანის “Delta” და ზესტაფონის “Margveti”.

გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს ინფორმაციით, მათი და BC delta gurjaani-ს ახალი პროექტის ფარგლებში, თამაშზე მისულ მაყურებელს სასიამოვნო სიახლე ელოდება.


“თამაშის დაწყებამდე შესაძლებლობა გექნებათ ისიამოვნოთ ცხელი და ცივი სასმელებით, სნექებით და დაკავდეთ მრავალი აქტივობით.
დაგხვდებათ იდეალური გარემო ყველა ასაკის სტუმრისთვის.

გელოდებით გურჯაანის სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე დაუვიწყარი საღამოს გასატარებლად.”-ამბობენ ახალგაზრდულ საბჭოში.

კლუბ დელტას ინფორმაციით, გულშემატკივრები დარბაზში თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე განთავსდებიან. დასწრება თავისუფალია.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დელტა / მარგვეთი /