სპორტი
გურჯაანში ჭადრაკისა და შაშის ტურნირი გაიმართება
გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს სპორტის კლუბის ინიციატივით, ჭადრაკისა და შაშის ტურნირი გაიმართება.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ახალგაზრდული საბჭო ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.

ღონისძიება 10 თებერვალს, 12:00 საათზე გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმერთება.

ტურნირში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. გამარჯვებულები პრიზებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

| Print |
FaceBook Twitter Google