სპორტი
„ილიას ტბაზე“ გეზრბენში რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა
როგორც ცნობილია, შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი - ბიჭების, 4 გუნდი - გოგონების.
“ვაჟთა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის სკოლა. გოგონათა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის სკოლა.”-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გეზრბენი /