სპექტრი+
რა არ უნდა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს
ყველას გვიფიქრია იმაზე თუ რისი ჩუქება შეიძლება გაუხარდეს ჩვენს საყვარელ ადამიანს. მაგრამ ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, თუ რამდენად იქნება ესა თუ ის საჩუქარი მათთვის წარმატების მომტანი.
ეზოთერიკები გვთავაზობენ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც უარყოფითი ენერგიის მატარებლები არიან და ეს ნეგატივი სწორედ მათი ჩუქების მომენტში აქტიურდება.

1. დანა, მაკრატელი და სხვა ბასრი ნივთები- მათში ძალიან ცუდი ენერგია ბუდობს და წარუმატებლობა მოაქვთ სახლის ყველა იმ ბინადრისთვის, რომელშიც ასეთი საჩუქარი შედის.

2. საათი- ჩინეთში სჯერათ, რომ ნაჩუქარი საათი ადამიანის სიკვდილის ათვლას იწყებს.

3. წიგნები- შეყვარებულისთვის, ასეთი საჩუქრის გაკეთებას არ გვირჩევენ, რადგან მან შეიძლება ღალატის პროვოცირება გამოიწვიოს.

4. ჭურჭელი- მიიჩნევა, რომ ცარიელი ჭურჭელი საფრთხეს უქმნის მატერიალურ კეთილდღეობას. მაგრამ თუ მასში ჩავდებთ ფულის მონეტას, პირიქით იღბალს მოიზიდავს.

5. საფულე- მის არც გაჩუქებას და არც საჩუქრად მიღებას არ გირჩევთ. ამან შეიძლება ფინანსურ საკითხებში წარუმატებლობა მოგიტანოთ.

6. ცხვირსახოცი- ყველა ნივთი რომელიც თქვენამდე მოდის გამოყენებას ითხოვს. ცხვირსახოცი იზრუნებს იმაზე, რომ ცრემლების მოსაწმენდი მიზეზი სულ იყოს.

7. მარგალიტი- ძველი ლეგენდების თანახმად ქვრივისა და ობლის ცრემლების სიმბოლოა. შესაბამისად ავადმყოფობა, ცრემლი და დანაკარგი მოაქვს.

8. სამედიცინო ნივთები და აღჭურვილობა- ასეთი რამეები ადამიანს მუდმივად ავადმყოფობას გაახსენებს და შეიძლება დაავადების პროვოცირებასაც შეუწყოს ხელი.

9. ფული-ასეთი საჩუქრის ვინმესთვის გაკეთება ისევ თქვნზე იმოქმედებს უარყოფითად, ფულს შეიძლება თქვენი ფინანსური იღბალიც გადააყოლოთ.

10. სარკე- ეს საგანი ყოველთვის მისტიურად მიიჩნეოდა და უარყოფით ენერგეტიკას პირდაპირ ისრუტავს. ამიტომ არც თქვენ გააჩუქოთ სარკე და არც მიიღოთ ვინმესგან საჩუქრად.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საჩუქარი /