სპექტრი+
რამდენ კილოგრამს უნდა იწონიდეს სასკოლო ჩანთა
სასკოლო წიგნების წონა და ჩანთის სიმძიმე არაერთხელ გახდა მშობლებისა და ექიმების განსჯის საგანი. ეს განსაკუთრებით უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის არის პრობლემური. მედიკოსები მათ ხელჩანთის მაგივრად ზურგჩანთის ტარებას ურჩევენ, რადგან ისი უფრო მოხერხებულია. ხელჩანთის ტარებისას სიმძიმე სხეულის ცალ მხარეს გადადის, რაც ძვლების დეფორმაციას იწვევს (განსაკუთრებით - მხრისა და წინა მხრის ძვლებისას), ზიანს აყენებს ხერხემალს, სხეული მალე იღლება და პატარა მოსწავლის თვითშეგრძნება უარესდება. ზურგჩანთის კონსტრუქცია კი საშუალებას იძლევა, დაწოლა თანაბრად განაწილდეს ზურგსა და მხრებზე. კარგია, როცა ზურგჩანთას აქვს ორთოპედიული ზურგი, რომელიც იმეორებს ხერხემლის ხაზს. სასურველია, ჩადგმული ჰქონდეს ბადისებრი ქსოვილის ჩანართი (რათა ზურგი არ გაოფლიანდეს), ასევე - სინათლის ამრეკლავი ელემენტები (უსაფრთხოებისთვის), ფართო (5-6სმ) ღვედები. ზურგჩანთის წონა (მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე) არ უნდა აღემატებოდეს 1,2 კილოგრამს. უმცროსკლასელთათვის მაქსიმალური დასაშვები წონა სახელმძღვანელოებთან ერთად 1,5კგ-ია. ასევე, სასურველია ჩანთას ჰქონდეს რეზინის ან პლასტიკატის სახელური (რომელიც საიმედოა და რომლის გარეცხვაც შესაძლებელია), მაგარი და მოხერხებული შესაკრავები, რომელთა გამოყენებაც ბავშვს სირთულეებს არ შეუქმნის.
| Print |
FaceBook Twitter Google