სპექტრი+
როგორ ავიცილოთ სმენის დაქვეითება
სმენის დაქვეითებას არაერთი მიზეზი აქვს.. ამ პრობლემას ბევრი რამ იწვევს ჯერ კიდევ ასაკობრივი ფაქტორებით განპირობებულ მოშლილობამდე. სმენის დაქვეითება ხდება ბგერის აღმქმელი ან გამტარი გზების დაზიანებისას. ერთ-ერთი მიზეზია ძლიერი, ხანგრძლივი ხმაური, რომელსაც დაფის აპკის მგრძნობიარე ნერვული დაბოლ­ოებების კვდომამდე მივყავართ. ეს ის დაბოლოებებია, რომელთა წყალობითაც ადამიანს სმენადობის შესაძლებლობა აქვს. იმისთვის, რომ შემცირდეს სმენის დაქვეითების რისკი, დაიცავით ყურები ხმაურისგან. როდესაც ხმაურიანი ინსტრუმენტებით აკეთებთ რამეს ან ხმაურიან გარემოში მუშაობთ, ისარგებლეთ დამცავი ყურსასმენებით. ერიდეთ ბამბის ჩხირებით ყურის ღრმად გამოწმენდას - შესაძლოა, დაფის აპკი დაიზიანოთ.
| Print |
FaceBook Twitter Google