სპექტრი+
რჩევები კომპიუტერთან მუშაობისას
კომპიუტერის მონიტორთან მრავალი საათის გატარება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ასეთ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ თვალებზე. უკანასკნელ დროს სულ უფრო გახშირდა კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეული თვალის დაღლის სინდრომი. ის საკმაოდ მნიშვნელოვანი დისკომფორტის მომტანია: სიმშრალე, თვალებში ქვიშის შეგრძნება, სიწითლე, ტკივილი, გამოსახულების ბუნდოვანება. ეს ყველაფერი აღმოცენდება სამი ძირითადი მიზეზის გამო: 1. მონიტორის ცქერისას იშვიათად ვახამხამებთ თვალს, რაც იწვევს თვალის არასაკმარის დატენინებას. 2. როდესაც რამოდენიმე საათი თვალს ვაყოლებთ ეკრანს, ვითარდება კუნთური დაღლილობა. 3. მონიტორი სინათლის წყაროა, რომელიც აღიზიანებს თვალს. გარკვეული რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია თვალის დისკომფორტის შერბილება ან საერთოდ მოხსნა. მხედველობის დაღლილობის პროფილაქტიკა უნდა დავიწყოთ სამუშაო ადგილის მოწყობით. მნიშვნელოვანია სწორად განვათავსოთ მონიტორი, რომელიც თვალებიდან 80 სმ, ანუ გაშლილი ხელის მანძილზე უნდა იყოს. იმისათვის, რომ თვალს მოდუნების საშუალება მივცეთ, რაც შეიძლება ხშირად უნდა მოვაშოროთ თვალი მონიტორს და გავიხედოთ შორს. სამუშო ადგილი უნდა იყოს კარგად განათებულ ოთახში. მნიშვნელოვანი ფაქტორი მუშაობის რეჟიმია. მხედველობის გადაძაბვა რომ არ მოხდეს, იხელმძღვანელეთ ფორმულით "45/15". 45 წუთი მონიტორთან მუშაობის შემდეგ 15 წუთი შეისვენეთ. შესვენების დროს არ ღირს წიგნის წაკითხვა ან სმარტფონზე თამაში. კარგია თუ დასვენების დროს გააკეთებთ თვალის ვარჯიშებს: თვალები ამოძრავეთ მარჯვნივ-მარცხნივ, ზემოთ-ქვემოთ, დიაგონალზე, მორიგეობით მოახდინეთ მხედველობის ფოკუსირება შორს და ახლოს არსებულ ობიექტებზე. თ მხედველობის დაღლილობის სინდრომის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს - საცრემლე აპკის შემადგენლობის რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი დარღვევის გამო რქოვანას გამოშრობას, წინ შეიძლება აღუდგეს თვალის წვეთები, ე.წ. ცრემლის შემცვლელები. ისინი ატენიანებენ რქოვანას, ხსნიან ქავილსა და წვას. თვალის სიჯანსაღე პროფესიული წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ ის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.
| Print |
FaceBook Twitter Google