სპექტრი+
გაუხეშებული ქუსლების მოვლა სახლის პირობებში
გაუხეშებული ქუსლები ყველასთვის პრობლემაა, განსაკუთრებით კი მანდილოსნებისთვის. როგორ მოვუაროთ მას სახლის პირობებში. აიღეთ ტაშტი, ჩაასხით მასში 1,5 ლ ცხელი წყალი (იმ ტემპერატურის, რომ გაუძლოთ), დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი. ჩაყავით ფეხები და მოიცადეთ. რამდენიმე წუთში იგრძნობთ საოცარ სირბილეს. თუკი ძალიან გაუხეშებული გაქვთ ქუსლები, ცოტა მეტხანს დაყოვნდით. შემდეგ გაიხეხეთ ფეხისგულები სპეციალური სახეხით ან პემზით და გადაივლეთ წყალი.

ყველაფერ ამის შემდეგ წაისვით გლიცერინისა და ძმრის ნარევი (აფთიაქში შეიძინეთ გლიცერინის პატარა ქილა და მთლიან ქილას დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ჩვეულებრივი, სუფრის ძმარი). ეს ნაერთი შეგიძლიათ ყოველდღიურად წაისვათ ფეხის ტერფებზე, ხოლო ზეჟანგის აბაზანა – კვირაში ერთხელ საკმარისია! ამ მეთოდის შემდეგ ფეხის ტერფები ჩვილი ბავშვივით ნაზი და გლუვი ხდება და დროთა განმავლობაში კოჟრებიც ქრება.
| Print |
FaceBook Twitter Google