სპექტრი+
მარილის მოხმარების სასარგებლო წესები
მარილი სიცოცხლისთვის საჭირო მინერალია, მაგრამ მისი გამოყენების დოზა და ბალანსი ყოველთვის უნდა ვაკონტროლოთ. გარდა იმისა, რომ ის ორგანიზმისთვის აუცილებელია, სხვა დანიშნულებაც გააჩნია. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას: 1. ყავის ხარშვის დროს დაამატეთ მას რამდენიმე მარცვალი მარილი - ეს ყავის არომატს უფრო გააძლიერებს. 2. იმისთვის, რომ შუშის ჭიქები და ბოკალები კრისტალურად სუფთად გამოიყურებოდეს, გარეცხეთ მარილით და გაავლეთ ცივ წყალში. 3. თუკი ტანსაცმელზე ცხიმი მოგეცხოთ, დააყარეთ მარილი ლაქაზე და ფრთხილად, ხელებით დაიწყეთ ლაქის ამოყვანა. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე. დააყარეთ მარილი მანამ, სანამ ლაქა ბოლომდე არ გაქრება. 4. ცხიმიანი ლაქების მოშორება გაზქურიდან მარილის მეშვეობით მარტივია. მოაყარეთ მარილი ცხელ გაზქურას და გაწმინდეთ გაზეთით. 5. მუქი აბრეშუმისა და ატლასის ტანსაცმელი უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ფერს, თუკი გარეცხვის შემდეგ მას ცივ, მარილიან წყალში გაავლებთ (5 ლიტრ წყალზე გაურიეთ 125 გრამი მარილი). 6. იმისთვის, რომ ნესტიანი შეშა მალე აინთოს, სულაც არ არის საჭირო მასზე ნავთის დასხმა. საკმარისია, ცოტაოდენი მარილი მოაყაროთ და ცეცხლი უმალვე აგიზგიზდება. 7. ცოცხი უფრო გამძლე გახდება და არ გატყდება, თუკი მოხმარებამდე მას 2-3 საათით ცხელ მარილიან წყალში დაალბობთ. 8. მიმწვარი ქვაბის ან ტაფის ფსკერის გასუფთავება მარილით ძალიან მარტივი და ეფექტური ხერხია. დაყარეთ მიმწვარ ადგილზე მარილის სქელი ფენა, გააჩერეთ მარილმოყრილ მდგომარეობაში რამდენიმე საათით და შემდეგ გარეცხეთ.
| Print |
FaceBook Twitter Google