სპექტრი+
როგორ ავიწიოთ ჰემოგლობინი
დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანს უსიამოვნო შეგრძნება აქვს, ზოგად სისუსტეს, ადვილად დაღლას, თავბრუხვევასა და თავის ტკივილს უჩივის. თუ ჰემოგლობინის დაქვეითება უმნიშვნელოა და პერიოდულად იჩენს თავს, მისი ამაღლება რაციონალური კვებითაც შესაძლებელია. 1. ფაფა ბევრს არ უყვარს. ჰემოგლობინის მოსაწესრიგებლად განსაკუთრებულად კარგია წიწიბურას და ხორბლის სრულმარცვლოვანი ფაფები. ისინი წყალში მოხარშული, უშაქროდ უნდა მიირთვათ. 2. დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებმა მთელი წლის განმავლობაში უნდა მიირთვან ცოცხალი ბოსტნეულის სალათები. განსაკუთრებით სასარგებლოა სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი, ბულგარული წიწაკა, მწვანილებიდან - ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი, გოგრა. 3. ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად რეკომენდებულია ახალგამოწურული წვენებიც - სტაფილოსი, ვაშლისა და ჭარხლისა. შეგიძლიათ, ერთმანეთში აურიოთ და ისე მიირთვათ, ოღონდ ნარევში სტაფილოს წვენის შემცველობა ორჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე ჭარხლისა და ვაშლის, ანუ სასურველია დაიცვათ ასეთი თანაფარდობა - 2:1:1. გახსოვდეთ, ბოსტნეულისა თუ ხილის გამონაწური უმალვე უნდა დალიოთ. მეორე დღისთვის ის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს. 4. ჰემოგლობინის დონის მოსაწესრიგებლად კარგია მწიფე ქლიავი. მან, ვისაც დაბალი ჰემოგლობინი აქვს, ეს ხილი მთელი სეზონის განმავლობაში უნდა მიირთვას. ეფექტიანია ნიგვზის, ქიშმიშისა და თაფლის ნარევი. ქიშმიშის ნაცვლად ნიგოზსა და თაფლს ზოგჯერ შტოშს უმატებენ. საკმარისია დღეში 1-2 სადილის კოვზი ნარევის მიღება. 5. რეგულარულად უნდა სვათ წყალი; დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მისი მიღების ბალანსი (1-1,5 ლიტრი). 6. რკინის შემცველი პროდუქტები - თევზი, კვერცხის გული, შავი პური, პარკოსნები, სოია, კამა, სალათის ფურცლები, ოხრახუში, ატამი, ვაშლი და სხვა - არ უნდა მიირთვათ შეუთავსებელ პროდუქტებთან ერთად. მით უფრო, არ უნდა დააყოლოთ ჩაი, ყავა და ტანინის შემცველი სხვა სასმელები, რადგან ტანინი რკინის შეწოვას აფერხებს.
| Print |
FaceBook Twitter Google