სპექტრი+
ჯადოსნური კრემი ნაოჭების გასაქრობად
ნაოჭები ყველა ქალის პრობლემაა, ამიტომ მის მოსაშორებლად დროული ჩარევაა საჭირო. აოჭების საწინააღმდეგო კრემი, რომლის რეცეპტსაც ახლა გთავაზობთ რთულად შეიწოვება, ამიტომ დაძინებამდე 2 საათით ადრე წაისვით. პირველ შედეგს 3 დღეში ნახავთ. რეცეპტი ცოტა რთულია, მაგრამ ეფექტური. დაგჭირდებათ: კვერცხის გულის ნახევარი, 2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზეითუნით), 1 ჩაის კოვზი ზღვის საკვები მარილი, 2 ჩაის კოვზი გვირილის ნახარში (1 სუფრის კოვზ გვირილას დაასხით 200 მლ წყალი და ადუღეთ 15-20 წუთი), 0,5 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური ვაზელინი (იყიდება აფთიაქში). ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეინახეთ მაცივარში. მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით წაისვით სახეზე. 30 წუთში კრემის ნარჩენები ჩამოიწმინდეთ მინერალურ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. კანი 2 კვირაში შესამჩნევად ახალგაზრდავდება.
| Print |
FaceBook Twitter Google