სპექტრი+
რა იწვევს ნაადრევ სიბერეს
დაბერება ფიზიოლოგიური პროცესია და ვერსად გავექცევით. თუმცა, ისეთი ახალგაზრდებიც არსებობენ, რომლებიც დროზე ადრე ბერდებიან. ნორვეგიელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ცდა და გამოავლინეს პროდუქტები, რომლებიც ადრეულ დაბერებას იწვევს. არ არსებობს ისეთი პროდუქტი, რომელსაც ორგანიზმისთვის მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია. აგრეთვე არ შეიძლება რაციონიდან გამოირიცხოს მაღალკალორიული პროდუქტები: ხორცი, ცხიმი, კარაქი და შაქარი. ცხიმისა და ხორცის გარეშე მოგემჩვარებათ კუნთები და კანი. გახსოვდეთ, ახალგაზრდულად გამოიყურება ის, ვინც მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად მიირთმევს. ამასთანავე, კვების რაციონი დაბალანსებული უნდა იყოს. თუ იმ ადამიანთა ჯგუფს განეკუთვნებით, რომლებიც არ მიირთმევენ მწვანილს, ხილსა და ბოსტნეულს, მაშინ შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ორგანიზმიდან გამოიდევნება კალიუმი, მაგნიუმი და კალციუმი, რაც ჯანმრთელ კანზე, თმაზე, ფრჩხილებისა და ძვლებზე აგებს პასუხს. იმისათვის, რომ 45 წლის ასაკში 30 წლის გოგონას ჰგავდეთ, გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, მწვანილით, რძის პროდუქტებით, თევზით, ხორცითა და თხილით. არ დაგავიწყდეთ წყლის სმაც. შეამცირეთ ყავის დოზა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავის მოყვარული ადამიანები უფრო ადრე ბერდებიან, ვიდრე შავი და მწვანე ჩაის მოყვარულები. ჩაი შეიცავს კატეხინის განსაკუთრებულ ტიპს - თეაფლავინს, რაც ორგანიზმში კოლაგენის არსებობა-გაუმჯობესებას უწყობს ხელს. კოლაგენი კი ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს.
| Print |
FaceBook Twitter Google