სპექტრი+
ცხოვრების მჯდომარე წესი ფსიქიკას ვნებს
მჯდომარე ცხოვრების წესი დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ნაკლებად აქტიური ადამიანები, რომლებიც უდიდეს დროს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ატარებენ, სხვადასხვა დაავადების რისკჯგუფში იმყოფებიან. ამ დროს შეიძლება განვითარდეს ისეთი ავადმყოფობა როგორიცაა: ოსტეოპოროზი, გულის პათოლოგიები, გაცხიმოვნება, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ფსიქოფიზიოლოგების დასკვნით ცხოვრების მჯდომარე წესი ფსიქიკასაც ვნებს. უფრო კონკრეტულად, ჰიპოაქტიურ პირებს განგაშისმაგვარი დარღვევები უვითარდებათ. დღეს ეს პრობლემა მსოფლიოში 27 მილიონამდე ადამიანს აწუხებს. აღნიშნული პათოლოგიის გამო ვლინდება გულისცემის აჩქარება, თავის ტკივილი და კუნთების დაძაბულობა. კვლევის შედეგების შეჯამების საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ განგაშისმაგვარ ფსიქიკურ დარღვევებსა და ფიზიკური აქტივობის დაბალ დონეს შორის მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს. მჯდომარე ცხოვრება უპირველეს ყოვლისა მეტაბოლიზმის სხვადასხვა სახის მოშლას იწვევს ორგანიზმში, ამასთან, ვითარდება ძილის დარღვევები, რაც საბოლოოდ ცუდად აისახება ფსიქიკაზე. მეორე და არანაკლებ აქტუალური საკითხია ის, რომ ტელევიზორსა და კომპიუტერზე შეყვარებულები ნაკლებ დროს უთმობენ ახლობლებსა და მეგობრებს, შესაბამისად, ადამიანური ურთიერთობის დეფიციტის ფონზე მათ ყველაზე ხშირად აქვთ მომატებული განგაშის შეგრძნება. წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google