სპექტრი+
რომელია თქვენი ყვავილი
რომელია თქვენი ყვავილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. 1. ვერძი – წერწა მათ ბუნებრივი შარმი აქვთ და თავდაჯერება. ბუნებით ლიდერებს ყოველთვით გააქვთ თავისი. 2. კურო – ყაყაჩო უყვარს სილამაზე და ამ სილამაზის გაზიარება სხვებისთვის. იცის სილამაზით ტკბობა, სიამოვნების ფასი და სხვებსაც კარგად აცხოვრებს… 3. ტყუპები – ლავანდა მისი მომხიბლავი იდეები უზარმაზარ ტერიტორიებს იპყრობს და სილამაზით და სიხალასით ავსებს გარემოს… საოცრად პროდუქტულია, აქტიური და "ყველგან მოდებული." 4. კირჩხიბი – ლოტოსი სენსიტიური და მგრძნობიარეა. უთქმელად ესმის, რას გრძნობთ და საყვარელი ადამიანების გარემოცვა უარყოფითი ზეგავლენისგან იცავს. 5. ლომი – მზესუმზირები თბილია, გულღია და ბუნებით ლიდერი. თავდაჯერებულია და არასოდეს ეპარება ეჭვი საკუთარ სრულყოფილებაში. 6. ქალწული - დილის ვარდი მოქმედებამდე ყოველთვის ფიქრობს და ადგენს კონკრეტულ გეგმას. უყვარს სხვების დახმარება. ყველაფერს აკეთებს სწორად და სუფთად. 7. სასწორი – ჰორტენზიები კარგი შემფასებელია და მუდამ სილამაზით გარშემორტყმული. გატაცებულია ხელოვნებით და ვერ ეგუება უხეშობას და უსამართლობას. 8. მორიელი – ქრიზანთემები მას ბევრი შრე აქვს. როცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბოლომდე შეისწავლეს, უცებ ახალი ფურცელი ჩნდება ახალი სიურპრიზებით. ძალიან სერიოზულები არიან საკუთარ გრძნობებში და პრობლემების სიღრმეში წვდომის საოცარი უნარით ეხმარებიან სხვებს საკუთარ თავში არეულობის დალაგებაში. 9. ნარცისი – მშვილდოსანი მხიარული და კარგი შესახედაობისაა. არ უყვარს სისუსტეების ჩვენება და ამიტომ მუდამ ძლიერად და ოპტიმისტად გვევლინება. 10. თხის რქა – მიხაკი თავისი საქმის პროფესიონალები არიან და ყოველთვის ყველაფერი წესრიგში აქვთ. ძლიერი ნებისყოფის მიზანდასახული ხალხია. ბუნებით ლიდერებს ბევრი ძლიერ დასაყრდენად მიიჩნევს. 11. მერწყული – ორქიდეები ცნობისმოყვარეები და გამომგონებელი არიან, მათ კონტრადიქტორული ბუნება აქვთ. ყველაზე ჰუმანურებს სამყაროსეული ხედვაც ფრიად ორიგინალური აქვთ. 12. თევზები – წყლის შროშანი ძალიან ღრმა და მგრძნობიარე ადამიანები არიან. ეს ყვავილი და ადამიანები მთლიანად შთანთქავენ გარშემომყოფების ემოციებს, გრძნობებს. შეუძლიათ გაიგონ მათი აზრები, იდეები და განიცადონ და გაიაზრონ ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც სხვებს.
| Print |
FaceBook Twitter Google