სპექტრი+
როგორ აისახება თმის შეჭრა ადამიანის ჯანმრთელობაზე
უძველეს ცივილიზაციებში თმები მისტიკური მნიშვნელობის მატარებლად ითვლებოდა. სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს სხვადასხვანაირი შეხედულებები და დამოკიდებულებები ჰქონდათ თმასთან. თმები მხოლოდ ესთეტიკა არ არის, იგი გაცილებით დიდი სულიერი დატვირთვის მატარებელია, მას თავისი ენერგეტიკა აქვს და სიძლიერის, ინტუიციის და ძალაუფლების გამოხატულებაა. თმებს ერთგვარ რადარად მიიჩნევენ, რომლითაც გარესამყაროსთან კავშირს ვამყარებთ და ის ტელეპათიურ უნარებს აძლიერებს, წინათგრძნობას და ინტუიციას. თმები მგრძნობელობას ამძაფრებს, ამიტომ ხანდახან როცა ძალიან ცუდად ვართ თმების შეჭრის სურვილი გვიჩნდება ხოლმე. როცა ადამიანის ენერგია დაბინძურებულია, მას სურვილი უჩნდება ეს დაბინძურებული ენერგია მოიშოროს, მაგრამ ამ დროს უმჯობესი იქნება თუ უბრალოდ ვიბანავებთ. თუკი თმებს საერთოდ არ შეიჭრით, იგი გარკვეულ სიგრძეს მიაღწევს და მერე ზრდას შეწყვეტს, თუმცა ეს სიგრძე ძალიან ინდივიდუალურია. ყოველ სხეულს თავისი პარამეტრები აქვს. თმები აისახება ჯანმრთელობაზეც. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გრძელთმიანი ადამიანები გაცილებით უფრო ენერგიულები არიან, ნაკლებად იღლებიან და ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში. გარდა ამისა, ისინი უკეთ ინახავენ ენერგიას და ისე ძალიან არ სცივათ ზამთარში, როგორც მოკლე თმიან ადამიანებს. როდესაც თმას იჭრის ადამიანი ენერგიას კარგავს და კიდევ იმ ვიტამინებს, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. ისინი, ვინც რეგულარულად იჭრიან თმას, მთელი სიცოცხლის განმავლობაში 22 მეტრი თმის გაზრდას აიძულებენ სხეულს, მაშინ როცა მათ, ვინც არ იჭრის 1.5 მეტრზე მეტი არ სჭირდებათ. რა უნდა ვუყოთ თმას თუ ბოლოები იყოფა? იოგები შეჭრის ნაცვლად ძილის წინ ნუშის ზეთის დადებას გვირჩევენ ბოლოებზე, რომელიც დილით უნდა ჩამოიბანოთ. დღის განმავლობაში თმას თუ თავზე დაიგრაგნით, ეს მას გაჯანსაღებაში დაეხმარება. დღისით კორტოხზე დაგრაგნილი თმა ტვინის უჯრედებსაც ააქტიურებს და ენერგიით გმუხტავთ. არ შეიძლება სველი თმების შეკვრა და მისი ფენით გაშრობა. უმჯობესი იქნება თუ მზეზე გაიშრობთ ბუნებრივად. რაც შეხება შამპუნს, იოგები 72 საათიან შუალედს გვირჩევენ (ცხიმიანი თმისთვის უფრო ხშირადაც შეიძლება, თუკი კანი იოფლება, უნდა ჩამოიბანოთ). თმა აუცილებლად უნდა დაიბანოთ, თუ რამე სანერვიულო შეგხვდათ. იგი გაცილებთ სტრესს და ნეგატივისგან გწმენდთ. დაღლილობის მოხსნა შესაძლებელია ვარცხნითაც. იოგები გვირჩევენ ხის სავარცხელს. თმები ჯერ უკან უნდა გადაივარცხნოთ, მერე უკნიდან წინ, მარჯვნიდან მარცხნივ, ბოლოს კი მარცხნიდან მარჯვნივ. ეს პროცედურა განსაკუთრებით კარგია ქალებისთვის და დღეში ორჯერ უნდა ჩაიტარონ. იგი ახალგაზრდობას უნარჩუნებს მათ, აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს და მხედველობას აუმჯობესებს. შემელოტებულ ადამიანებს იოგები უფრო მეტ მედიტაციას ურჩევენ იმ ენერგიის შესავსებად, რასაც ჩვეულებრივ თმემის მეშვეობით ვიღებთ. რაც შეეხება ჭაღარებს, ვერცხლისფერი და თეთრი ენერგიის მოძრაობას ხელს უწყობს და ვიტამინებსაც უკეთესად იღებს, ორგანიზმი ასე დაბერების პროცესის კომპენსირებას ცდილობს. ამიტომ თმა რაც შეიძლება ბუნებრივი და მოვლილი უნდა გვქონდეს. ჩვენთვის თმის ვარცხნილობა შეიძლება მოდა იყოს, მაგრამ თუ კარგად გამოვიძიებთ, აღმოვაჩენთ რომ იგი სასიცოცხლო ენერგიასთან დამაკავშირებელი წყაროა. იგი ხსნის კუნდალინი ენერგიას. როდესაც თმას ბუნებრივი სიგრძე აქვს, ორგანიზმში ხდება ისეთი პროცესები, რომელიც უზარმაზარ ფიზიკურ ენერგიას, სასიცოცხლო ძალას, მენტალურ სიჯანსაღეს და ამტანობას გვაძლევს. თავზე თმა შემთხვევით არ გაქვთ, ეს არის ანტენა და ეს ანტენები ჩვეულ რეჟიმში მუშაობას უკანასკნელი თმის შეჭრიდან 3 წელიწადში დაიწყებენ, თუკი ბუნებრივობას გადაწყვეტთ.
| Print |
FaceBook Twitter Google