სპექტრი+
ნაყენი ვირუსის ასაცილებლად
ვირუსი საოცრად ვერაგი ინფექციაა, რომელიც ორგანიზმში სწრაფად იჭრება და შესაძლოა რთულ დაავადებაშიც გადაიზარდოს. მასთან ბრძოლის უამრავი ბუნებრივი ხერხი არსებობს. გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას და მთელი ზამთრის განმავლობაში დაგიცავთ ვირუსული ინფექციების, სურდოსა და გაციებისგან. ეს ნაყენი შესანიშნავად აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას, სწორედ ამიტომ უნდა მიიღოთ მიუხედავად იმისა, რომ გაციებასა და სისუსტეს ორგანიზმში ჯერ არ გრძნობთ. რეცეპტი ძალიან მარტივია: 360 გამოხდილი მლ. წყალი 2 ს.კ. ვაშლის ძმარი ნახევარი ლიმონის წვენი 1 ს.კ. კარგი ხარისხის თაფლი დარიჩინი გემოვნებით თუ გსურთ, რომ ნაყენი უფრო ძლიერი გახადოთ დაამატეთ ჯინჯერის ერთი პატარა ნაჭერი და ერთი კბილი დაჭრილი ნიორი. აურიეთ ყველა ეს ინგრედიენტი ერთმანეთს და დილა-საღამოს მიიღეთ ჩაის სახით. ეცადეთ ის თბილი მაინც იყოს. მიირთვით იმდენად ხშირად, რამდენადაც შეძლებთ და იცოდეთ, რომ პრევენცია საუკეთესო მედიკამენტია.
| Print |
FaceBook Twitter Google