სპექტრი+
რატომ არის აუცილებელი წყლის მიღება
ხშირად ადამიანი არასაკმარის წყალს სვამს, რითაც საკუთარ ორგანიზმს მნიშვნელოვან რესურსს აკლებს. თუკი თქვენ თავს აქ მოცემულ ნიშნებს შეამჩნევთ, უმჯობესია, დაუყოვნებლივ გამოასწოროთ სიტუაცია. 1. მშრალი კანი – ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანია სრული გაუწყლოების, რომელმაც, ადამიანი შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემამდე მიიყვანოს. წყლის უკმარისობა გამოიხატება ოფლის არასაკმარისად გამოყოფით. 2. წყურვილის დაუოკებელი შეგრძნება გამოხატულია მაშინ , როდესაც ადამიანი სითხის მიღების შემდეგაც ვერ კმაყოფილდება. ასეთი მდგომარეობა ნაბახუსევს ახასიათებს. ალკოჰოლს მთლიანად გამოაქვს ორგანიზმიდან სითხე, ტვინი კი დახმარებას დაჟინებით ითხოვს. 3. წყლის არასაკმარის რაოდენობაზე მეტყველებს გაწითლებული, მშრალი თვალები, რის გამოც ყველა ლორწოვანი არხი გამოშრობას იწყებს, რაც თვალებისთვის შეიძლება დიდი ზიანის მომტანი იყოს. 4. სახსრები და მყესების 80 %-ი სითხისგან შედგება. წყალი აუცილებელია რათა მოძრაობისას არ მოხდეს ძვლების ერთმანეთზე ხახუნი .ხოლო ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩნებით ეს პრობლემაც გაქრება. 5. კუნთოვანი მასის შემცირება ორგანიზმში წყლის ნაკლებობაზე მიანიშნებს. ამიტომ ფიზიკურ დატვირთვამდე და მას მერეც, წყლის მიღება აუცილებელია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტკივილისა და ანთებების განვითარების ალბათობა. 6. ასევე წყლის ნაკლებობითაა გამოწვეული დაღლილობა და ძილიანობის მუდმივი შეგრძნება. ამ დროს სხეული სისხლიდან იწყებს წყლის გამოდევნას, რაც ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. 7. გაუწყლოვანებული ორგანიზმი შიმშილის მოთხოვნილებას ზრდის როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში. არასაკმარისი დატენიანებით კუჭის ტევადობა მცირდება, რაც კუჭის წვენს საშუალებას აძლევს ზიანი მიაყენოს შინაგან ორგანოებს. შედეგად, ადამიანი გულძმარვასა და კუჭის ტკივილს განიცდის.
| Print |
FaceBook Twitter Google