სპექტრი+
პიტნის უნიკალური თვისებები
პიტნას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. ის ხსნის ტკივილს და დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო თვისებას, რომელიც ამ პატარა ბალახს გააჩნია. 1. პიტნიან ჩაის აქვს უნიკალური არომატი და გემო. ის ზრდის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას. 2. შეიცავს ნივთიერება პოლიფენოლს, რომელიც იცავს უჯრედების გენეტიკურ მასალას. შეიცავს ორგანულ მჟავებს, ვიტამინ B, C - ს და სხვა ბევრ სასარგებლო ნივთიერებას. 3. რეკომენდებულია გაციების, ხველების და კუჭ ნაწლავის პრობლემების დროს. ასევე უზრუნველყოფს სხეულის განახლებას. პიტნა უძველესი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს "სიძლიერეს". 1. პიტნიანი ჩაი უმჯობესია მიირთვათ ცხელი ან თბილი. მისი ცხლად მირთმევის უნიკალურობა გამომჟღავნდება ცივ ამინდში. ის ასევე მოქმედებს ალერგიის წინააღმდეგ. მომზადება და მიღების წესი: უნდა აადუღოთ წყალი და ის უნდა იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვეულებისამებრ. შემდეგ დაამატეთ ცოტაოდენი პიტნა. მისი მიღება საუკეთესოა დილით, რადგან აქვს გამამხნევებელი ეფექტი მთელი დღის განმავლობაში. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი თაფლი, ეს მისცემს ჩაის განსაკუთრებულ არომატს.
| Print |
FaceBook Twitter Google