სპექტრი+
მცენარეები, რომლებიც ოჯახის წევრებზე გავლენას ახდენენ
მცენარისა და მისთვის განკუთვნილი ადგილის სრული შესაბამისობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალი სიცოცხლე სახლში იდილიას შემოიტანს. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველა მცენარე ოჯახში შემოსვლისთანავე აკონტროლებს აურას. ისინი გავლენას ახდენენ ოჯახის წევრთა ხასიათზე, მათ ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე. 1. ალოკაზია - ამ მცენარეს უცნაური თვისება აქვს: გაწვიმებამდე "ტირილს იწყებს" - მისი ფოთლის წვერზე ჩნდება გამჭვირვალე წვეთები. ეს მცენარე ადამიანის ფსიქიკას აწონასწორებს და დაძაბულობას ხსნის. თუ ერთ ოთახში ალოკაზიის რამდენიმე ქოთანს დადგამთ, ეს ბიოველის უარყოფითი ენერგიისგან გაწმენდაში დაგეხმარებათ. ალოკაზია ცნობილია, როგორც ნერვული სისტემისა და ძილის მარეგულირებელი მცენარე. 2. კაქტუსის ფორმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის თვისებებსა და დანიშნულებაზე. ეს მცენარე განსაკუთრებით ესაჭიროება ოჯახებს, რომლის წევრებიც ფეთქებადი ხასიათით ან, პირიქით, ზედმეტი უემოციობით გამოირჩევიან. მაღალი კოლონისებრი კაქტუსები უარყოფით ენერგიას გარეგნულად მშვიდი და აუღელვებელი ადამიანებისგან იღებენ; მრგვალი ფორმის კაქტუსები ბიოველს მსუნაგი ადამიანებისგან იცავენ. თითისებრი კაქტუსები გარშემომყოფთ ადამიანის უხეშობისგან იცავს. მხოლოდ "უნივერსალურს" შეუძლია სამმაგი ეფექტის მოხდენა. ასეთი ტიპის კაქტუსს ოვალური ფორმა აქვს. მექსიკის სოფლებში კაქტუსს მოტეხილობის დროს იყენებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ამ მცენარისგან დამზადებული წამალი შეხორცების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. 3. ალოეს, როგორც სამკურნალო მცენარეს, ეგვიპტურ მედიცინაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ არაბებმაც შეიტყვეს და ალოეს ევროპაში სახელი გაუთქვეს. დღეს ალოეს მთელ მსოფლიოში იყენებენ. მისგან ამზადებენ კოსმეტიკურ საშუალებებს, გამოიყენება თერაპიაში, სტომატოლოგიასა და ოფთალმოლოგიაში. ალოე კარგია ოჯახებში, რომლის წევრები ხშირად ავადმყოფობენ; განსაკუთრებით იქ, სადაც ავადმყოფებს წოლითი რეჟიმი აქვთ; დადებითად მოქმედებს ჯანმრთელ, მაგრამ სუსტი ბიოველის მქონე ადამიანებზე. ეს დეკორატიული მცენარე იმუნიტეტს აძლიერებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, კარგია გაციების დროს და ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. დადებითად მოქმედებს სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებზე და გამოიყენება პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ. თმის ძირების გასამაგრებლად კი 100 მლ ალოეს წვენი 0.5 ლ მშრალ ღვინოს უნდა შეურიოთ, 2-3 დღეს დააყენოთ და პერიოდულად შეანჯღრიოთ. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია თმის ცვენის საწყის ეტაპზე. 4. ფიკუსი - მეოცე საუკუნეში თავისი სამკურნალო თვისებებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეკორატიული მცენარე იყო. დღეს მას სახლებში ნაკლებად შეხვდებით. მისი წვენი გამოიყენება რადიკულიტის სამკურნალოდ, ამსუბუქებს ნევრალგიას. ფიკუსისა და კომბოსტოს ფოთლები კარგია გაციების დროს. ფიკუსი ადამიანებს კონცენტრაციასა და დროის რაციონალურად განაწილებაში ეხმარება. ღვიძლის მდგომარეობას აუმჯობესებს. ამ მცენარესთან ერთად თანაარსებობა კარგია მისთვის, ვისაც მეტყველების პრობლემა აქვს. თუ სახლში ფიკუსი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ კანისა და ძვლის ნებისმიერი დაავადება ან მოტეხილობა სწრაფად შეგიხორცდებათ. მცენარეს მატონიზირებელი ზემოქმედება აქვს და ებრძვის შეშუპებასა და ტკივილს. ფიკუსის წვენით მრავალ დაავადებას მკურნალობენ. მას ხველისგან განკურნებაც შეუძლია. თუ ფიკუსის ფოთლებს სამი წუთის განმავლობაში მდუღარე წყალში მოხარშავთ, შემდეგ დარბილებულ ფოთოლს თაფლს წაუსვამთ და კომპრესს გულ-მკერდისა და ზურგის მიდამოებში დილამდე დაიფენთ, შედეგი არ დააყოვნებს. ასე მომზადებული ფიკუსის ფოთლების კომპრესი კომბოსტოს ფურცლებზე ეფექტურია. ამ დეკორატიულ მცენარეს ყველაზე ძლიერი კბილის ტკივილის გაყუჩება შეუძლია. ამისთვის საჭიროა, 10 გრ ახალგამოწურულ ფიკუსის წვენს შეურიოთ 50მლ 70%-იანი სპირტი, ორი დღე-ღამის განმავლობაში მაცივარში შეინახოთ და ძლიერი ტკივილის შემთხვევაში ხსნარი პიპეტით ჩაიწვეთოთ.
| Print |
FaceBook Twitter Google