სპექტრი+
ბანანის ქერქი - ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
ბანანი ძალიან სასარგებლო ხილია. ის მდიდარია კალციუმით. მაგრამ, თურმე, არანაკლებ სასარგებლოა ბანანის კანი. კვლევებმა აჩვენა, რომ ბანანის კანი ფილტრავს წყალს, მთლიანად ისრუტავს ტოქსინებს. ბანანი კალციუმის ბუნებრივი საბადოა, რაც მცენარეების ზრდას და მათ სიცოცხლისუნარიანობას უწყობს ხელს. დაჭერით ბანანის კანი და ჩაყარეთ ვაზაში, სადაც ყვავილები გაქვთ - ისინი დიდხანს იცოცხლებენ... გამოიყენეთ ბანანის კანი ფეხსაცმლის გასაწმენდად, ის არაჩვეულებრივ სიბზინვარეს მიანიჭებს მას. წაისვით ბანანის კანი შიდა მხრიდან ნაკბენზე ან გამონაყარზე და ქავილის შეგრძნება მაშინვე გაგივლით. ბანანის კანში შემავალი ზეთი შეგიმსუბუქებთ დამწვრობისგან ან ნაკაწრებისგან გამოწვეულ ტკივილს. ბანანის კანით (შიდა მხრიდან) გაწმინდეთ ოთახის მცენარეების ფოთლები და ისინი იბრწყინებენ. კოსმეტიკური ნიღბები: ბანანი არაჩვეულებრივი ანტი-Age საშუალებაა. წაისვით ბანანის კანი (შიგნითა მხრიდან) სახეზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და გადაისვით მკვებავი კრემი.
| Print |
FaceBook Twitter Google