სპექტრი+
მეცნიერებმა ახალი საბედისწერო თარიღი დაასახელეს
მეცნიერებმა იწინასწარმეტყველეს, რომ 2030 წელს მსოფლიო ოკეანე ყველა ქალაქს ჩაძირავს, სამყაროზე ძალაუ­ფლებას მედუზები ჩაიგდებენ ხელში და მინიმუმ 100 მლნ ადამიანი დაიღუპება. წყლის დონე მსოფლიო ოკეანეში 2100 წლისთვის მეტრზე მეტს მოიმატებს - სწორედ ეს არის ნათქვამი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ექსპერტების მთავრობათაშორი­სი ჯგუფის ახალ მოხსენებაში. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ადამიანის დამღუპველი საქმიანობაა. კლიმატოლოგები ერთგვარ გამოსავალსაც გვთავაზობენ: სიტუაცია რომ შეიცვალოს, აუცილებელია სასწრაფოდ შემცირდეს მოპოვებული საწვავის დაწვის შედეგად დარჩენილი პროდუქტების ატმოსფეროში გავრცელების მოცულობა. მოხსენებაში წარმოდგე­ნილი მონაცემების განხილვა იგეგმება სტოკჰოლმის კონფერენცი­აზე, რომელიც უახლოეს მო­მავალში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავ­რობების წარმომადგენლები. კონფერენციის შედეგებს სექტემბერში გამოაქვეყ­ნებენ. გერმანელი სპეციალი­სტები დამატებით აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ფსკერი, პრაქტიკულად, ნარჩენების სასაფლაოდ იქცა - მთლიანად მოფენილია პლასტიკური და სხვა სახის ნაგვით. სიტუაცია უკიდურესად დამღუპველია ეკოსფეროსთვის. წყარო: etanews.ge
| Print |
FaceBook Twitter Google