სპექტრი+
არ გადაყაროთ ხახვის ფურცლები
ხახვი რომ სასარგებლო პროდუქტია ყველამ იცის. გარდა შიგთავსისა სასარგებლოა ხახვის ფურცლებიც. გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც ხახვის ფურცლები არასოდეს არ უნდა გადაყაროთ. ალბათ გაგიგონიათ რომ დიასახლისების გარკვეული ნაწილი სააღდგომო კვერცხებს ხახვის ფოთლებით ღებავს. ეს ძალიან ეფექტურ და ლამაზ ფერს სძენს. ხახვის ფურცლის ნახარში თმას ამაგრებს. ბრონქიტის დროს ხახვის ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი და ნაყენი 15 წუთი გააჩერეთ. დაასველეთ მასში საფენი და ეს კომპრესი დღეში სამჯერ ნახევარი საათით გულმკერდზე დაიფინეთ. თირკმელების დაავადების დროს 3/ჩ.კ ფურცელს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში 3-4 ჯერ. კანის დაავადების დროს დაქუცმაცებულ ფურცლებს შეურიეთ ვაზელინი 2-3 პროპორციით, მიღებული მალამო დღეში ორჯერ წაისვიტ დაზიანებულ ადგილას. მალამო შეინახეთ მაცივარში. გრიპის დროს 4 ს/კ დაქუცმაცებული ფურცელი ჩაყარეთ 3-5 წუთით ადუღებულ წყალში და მიღებული ნაზავი შეისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად. ეს დაგეხმარებათ თავისუფლად ისუნთქოთ.
| Print |
FaceBook Twitter Google