სპექტრი+
ლიმონი სიმსივნის პროფილაქტიკისთვის
ლიმონი უნიკალური პროდუქტია. მისი კანი და შიგთავსი ერთნაირად სასარგებლოა, ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ მთლიანი ნაყოფი გამოიყენოთ და მისი ნარჩენები არ გადაყაროთ. როგორ უნდა გამოიყენოთ მთლიანი ნაყოფი? გაყინვის საშუალებით. გარეცხილი ლიმონი საყინულეში მოათავსეთ და როცა მთლიანად გაიყინება, გახეხეთ. გახეხილი მასა მოაყარეთ ხოლმე სალათებს, ნაყინს, წვნიანს, ფაფებს, მაკარონს, ბრინჯს, თევზეულს, სასმელებს. გემოს გარდა ლიმონის ამ სახით გამოყენებას სხვა დანიშნულებაც აქვს. მის კანში 10-ჯერ მეტი ვიტამინია, ვიდრე რბილობში. ლიმონი შესანიშნავი საშუალებაა კიბოს უჯრედების გასანადგურებლად, ამბობენ, რომ ქიმიოთერაპიაზე უფრო ძლიერია და ორგანიზმს ტოქსინებთან ბრძოლაში ეხმარება. ლიმონის ხის შემადგენელი ნივთიერებები 10 000-ჯერ აჭარბებენ პრეპარატ ადრიამიცინს, რომელიც ქიმიოთერაპიის დროს კიბოს უჯრედების ზრდის შესაფერხებლად გამოიყენება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიმონის ექსტრატის თერაპია მხოლოდ ავთვისებიან უჯრედებს სპობს, ამიტომაც უკუჩვენებებიც არ აქვს. ასე რომ, გახეხეთ ლიმონი და ყოველდღიურად ცოტ-ცოტა მიირთვით, პროფილაქტიკისთვის ეს საუკეთესო საშუალებაა. ლიმონი ებრძვის მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის და ფილტვის კიბოს უჯრედებს.
| Print |
FaceBook Twitter Google