სპექტრი+
რა მოხდება თუ სახეს ძმრით დავიბანთ
თუ სახის კანზე პრობლემა გაქვთ ალბათ უკვე ბევრი ხერხი გექნებათ ნაცადი. გთავაზობთ მარტივ საშუალებას, რომელიც ამ პრობლემას მოგიწესრიგებთ. თუ სახეს ვაშლის ძმრით დაიბანთ ის წარმატებულად იმოქმედებს აკნეს წინააღმდეგ. ძმრის შემადგენლბაში ისეთი ნივთიერებაა, რომელიც კანის მკვდარ უჯრედებს აშორებს სახეს და სიგლუვეს სძენს. ის არ აძლევს ფორებს საშუალებას ჭუჭყით აივსოს და კანს სისუფთავეს უნარჩუნებს. ასაკის მატებასთან ერთად ლაქებიც იმატებს, ამიტომ მათ მოსაშორებლად ვაშლის ძმარში დსველებული საფენი 20-30 წუთი სახეზე დაიფინეთ. როგორ უნდა დაიბანოთ სახე ძმრით? ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი სამ სუფრის კოვზ წყალს შეურიეთ დაიბანეთ სახე. ამის შემდეგ ნაზავი ბამბის საფენით სახეზე წაისვით. როდესაც საქმე ძმრით დაბანას ეხება აუცილებლად სწორად უნდა გაკეთდეს ყველაფერი. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ძმარი უნდა იყოს ვაშლის. მხოლოდ მას აქვს ის შემადგენლობა, რომელიც კანზე დადებითად მოქმედებს.
| Print |
FaceBook Twitter Google