სპექტრი+
როგორ დავიცვათ მანქანის მინები დაორთქლვისგან
სიცივეების დადგომასთან ერთად ავტომობილის მძღოლებს ახალი თავსატეხი უჩნდებათ დაორთქლილი მინების სახით. თუმცა ზედმეტ ტენთან ბრძოლა არც ისე ძნელია თუ იცით რამდენიმე ძალიან მარტივი ხერხი. 1.ჩაყარეთ მარილი ჩაის ცარიელ ქაღალდის პაკეტებში, ან უბრალოდ ქაღალდისგან გაკეთებულ პატარა კონვერტებში. მოათავსეთ პაკეტები ფანჯრებთან ახლოს. რაც მეტი იქნება ამგვარი მარილიანი პაკეტი, მით უკეთესი იქნება ეფექტი, რადგან როგორც იცით, მარილი ტენის შემწოვი საუკეთესო საშუალებაა. 2. კარტოფილი გაჭერით რამდენიმე ნაჭრად, გაუსვით მიღებული ნაჭრები მინებზე, შემდეგ გაწმინდეთ სუფთა პირსახოცით. ამგვარად სახამებელი შექმნის ტენისგან დამცავ აპკს. 3. ფანჯრების ქვეშ გაშალეთ გაზეთის ფურცლები - ისინი ტენს შეიწოვს და მინებიც გადარჩება დაორთქვლას. 4. გაჭერით ლიმონი შუაზე, წაუსვით მინებზე სალონის მხრიდან, შემდეგ კი სუფთან პირსახოცით ან ქაღალდით კარგად გააპრიალეთ - დატენიანება აღარ მოხდება. 5. ოდნავ თავმოხდილ ჩვეულებრივ პოლიეთილენის პაკეტში ან პლასტმასის ჭურჭელში მოთავსებული ყავა გარდა იმისა, რომ ზედმეტ ტენს შეიწოვს, შესანიშნავი არომატიზატორიც არის. 6. თხელ ფენად წაუსვით ფანჯრებზე საპარსი კრემი, შემდეგ კი სუფთა პირსახოცით ან ქაღალდით გაწმინდეთ. ამგვარად შეიქმნება დაორთქვლისგან დამცავი ბარიერი.
| Print |
FaceBook Twitter Google