სპექტრი+
ფეიხოა - ვიტამინების პატარა ბომბი
შემოდგომის დეპრესიას ხშირად ამწვავებს იოდის ნაკლებობა ორგანიზმში და ბუნებაც, როგორც ყოველთვის, ამ დროს გვაწოდებს წამალს. ფეიხოა ვიტამინების "პატარა ბომბია". მისი დახმარებით შეგვიძლია არამარტო იოდის დისბალანსი გამოვასწოროთ, არამედ ავივსოთ ენერგიით და ძალით, გავიუმჯობესოთ მახსოვრობა, ავიმაღლოთ იმუნიტეტი. ეს პატარა ხილი შეიცავს სულ 49 კკალ-ს. ამიტომ თუ თუნდაც ამ პერიოდში ვახშამს შევცვლით 300-400 გრ ფეიხოით, უკვე შევატყობთ ჩვენს სხეულს შესამჩნევ ეფექტს. შეგვიძლია ზამთრისთვის შევინახოთ კანიანად დაბლენდერებული ფეიხოა იგივე რაოდენობის შაქარში არეული. ეს ნაზავი გვაჩუქებს ზამთარში "ზღვის ვიტამინებს" და ენერგიას. გთავაზობთ ფეიხოას "ცივი მურაბის" რეცეპტს: მასალა: 1 კგ. ფეიხოა, 800 გრ. თაფლი, 100 გრ. ნიგოზი, 1 პატარა ლიმონი. მომზადების წესი: ლიმონს დავასხათ ცხელი წყალი, მერე კი დავჭრათ და მოვაცილოთ კურკები. მწიფე ფეიხოა (თუ მაგრები ვიყიდეთ, დავდოთ ოთახის ტემპერატურაზე დამწიფებამდე) დავჭრათ და ლიმონთან ერთად დავაბლენდეროთ. შემდეგ დავაბლენდეროთ ნიგოზი და ავურიოთ ფეიხოას მასას. ბოლოს კი შევურიოთ თაფლი და დავტოვოთ 1 დღე, თან ხანდახან ამოვურიოთ. მეორე დღეს მზა მასა ჩავასხათ ქილებში და შევინახოთ სიცივეში. დილის საუზმესთან მირთმეული ეს "ცივი მურაბა" ენერგიით და ხალისით აგავსებთ.
| Print |
FaceBook Twitter Google