სპექტრი+
ანტიდეპრესანტი პროდუქტები
დღევანდელ დღეს, ქიმიური და ხელოვნური ინგრედიენტების და დანამატების ეპოქაში, იშვიათობა ხდება ბუნებრივი თავის მოვლის საშუალებები და ყოველივე ნატურალური, რაც ჩვენს ჯანმრთელობასთან და კარგ გუნება-განწყობასთან არის დაკავშირებული. გთავაზობთ იმ საკვების ჩამონათვალს რომლებიც ყოველგვარი პრეპარატების და მედიკამენტების გარეშე, დეპრესიის თავიდან აცილებაში, განწყობის გაუმჯობესებაში გვეხმარებიან. შვრიის ფანტელი კარგად უმკლავდება უგუნებობას B6 da B1 ვიტამინების, ფოლიუმის და პანტოთენის მჟავების მეშვეობით. ამას გარდა, შვრია მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, რაც ნელა შეითვისება ორგანიზმის მიერ და შესაბამისად, გამორიცხავს ხასიათის სწრაფ ცვალებადობას, როგორც ეს შაქრით გაჯერებულ პროდუქტებს ახასიათებს. ერთი მუჭა ნუში B6 ვიტამინის საჭირო რაოდენობის მიღების გარანტია, რაც შესაბამისად, დადებითად აისახება ნერვიულ სისტემაზე და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ნუში მიღებული ტრიპტოფანის სეროტონინში გარდაქმნას უწყობს ხელს, ამდენად ყველი-ნუშის კომბინაცია არამხოლოდ სასიამოვნო დასაგენოვნებელია, არამედ სასარგებლოცაა. ავოკადო იდეალური არჩევანია დამღლელი დღის შემდეგ. სახლში დაბრუნებულს "შიმშილის დემონები" როცა შემოგაწვებიან: ნახევარი ავოკადი უცებ ენერგიითაც აგავსებთ და ჯანსაღადაც დაგანაყრებთ, თანაც ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკსაც შეამცირებთ. ეს ხილი ძალიან მდიდარია მონონაჯერი ცხიმებით, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში გვეხმარებიან. ბანანი – ის ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. სეროტონინის გარდა, ის თმის და კანის სილამაზისთვის აუცილებელ ვიტამინ B6-ს შეიცავს, რომლის ნაკლებობაც ხშირად ცუდი განწყობის და ქრონიკული დაღლილობის მიზეზი ხდება. ამას გარდა, ბანანი შეიცავს მესკალინს – ე.წ. ბედნიერების ინგრედიენტს, რომელიც ადამიანებს სრული დაკმაყოფილების შეგრძნებას ანიჭებს და განწყობას აუმჯობესებს. ფორთოხალი – მეცნიერები რა ხანია ამტკიცებენ, რომ წითელი სპექტრის ფერები (მასში ყვითელიც შედის) დადებითად მოქმედებენ ადამიანების ხასიათზე, ვინაიდან ენერგიასთან, პოზიტივთან, აქტიურობასთან და სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, სამზარეულოში ლამაზ თასზე ყოველთვის იქონიეთ წითელ-ყვითელი შეფერილობის ხილი.
| Print |
FaceBook Twitter Google