სპექტრი+
მადლიერება გულის დაავადებებს კურნავს
მადლიერება რომ სასიამოვნო გრძნობაა ყველამ იცის, თუმცა როგორც აღმოჩნდა სასიამოვნოსთან ერთად ის სასარგებლო თვისებებსაც ითავსებს. ამერიკის ფსოქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ადამიანი, რომელიც სავსეა მადლიერების გრძნობით უკეთ უმკლავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. დაკვირვება 189 ასიმპტომური გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებზე რვა კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფსიქოლოგები მათ თხოვდნენ მხოლოდ ეფიქრათ ან გაეხსენებინათ ყველა ის ადამიანი ან მოვლენა, რისთვისაც ისინი შეიძლება მადლიერები ყოფილიყვნენ. როგორც სამედიცინო ბიომარკერებმა და სადამკვირვებლო ჯგუფმა აღმოაჩინა, კურსის ბოლოს პაციენტების მდგომარეობა, ყოველგვარი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე უმჯობესდებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სფერო ადამიანის ემოციებით ცდილობს სხვადასხვა დაავადების დამარცხებას. ჯერ კიდევ 1955 წელს, სამედიცინო ჟურნალ "კარდიოლოგში" დაიბეჭდა კვლევის შედეგის ანალიზი იმის შესახებ, თუ როგორ აუმჯობესებს დადებითი ემოციები ადამიანის გულის მუშაობას. ამავე კვლევაში აღნიშნული იყო, რომ განსაკუთრებით გულის სტიმულაციურ მუშაობას მადლიერების გრძნობა საგრძნობლად ეხმარება. მადლიერებამ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი ხასიათი, შეგმატოთ ოპტიმიზმი, გააძლიეროს თქვენი ურთიერთობები, შეცვალოს თქვენი მატერიალური ან მორალური მდგომარეობა. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერთან ერთად ის ჩვენს იმუნურ სისტემაზეც დადებითად მოქმედებს. ეს კი კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მადლიერები ვიყოთ. წყარო:http://goodnews.on.ge/
| Print |
FaceBook Twitter Google