სპექტრი+
რვა საათზე მეტი ძილი ნაადრევ სიკვდილს იწვევს
ვორვიკის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანკო კაპუცინო 10 წლიანი კვლევის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ხანგრძლივი ძილი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის რისკებს ზრდის. ამ ხნის განმავლობაში კვლევაში მონაწილეობა მილიონობით ადამიანმა მიიღო. მან ჯგუფი სამ ნაწილად დაყო: ისინი, ვისაც საშუალოდ 6 საათს ეძინა, ისინი ვისაც 6-8 საათს ეძინა და ისინი, ვისაც 8 საათზე მეტი ეძინა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ მესამე ჯგუფიდან დაიღუპა. პირველ და მეორე ჯგუფს შორის განსხვავება 12 პროცენტი გახლდათ, მათი რიცხვი კი 30 პროცენტით მაღალი აღმოჩნდა. BBC-ს მიხედვით, დიდხანს ძილი ისეთივე საშიშია ჯანმრთელობისათვის, როგორ ალკოჰოლიზმი. არიზონას უნივერსიტეტის პროფესორები მიიჩნევენ, რომ დიდხანს ძილი ადამიანს აავადებს. მათ ექსპერიმენტი ახალგაზრდებზე ჩაატარეს, სთხოვეს ეძინათ ორი საათით იმაზე მეტი, ვიდრე საერთოდ ეძინათ ხოლმე, თანაც რამდენიმე კვირის განმავლობაში. ახალგაზრდებს ხერხემლის ტკივილი, დეპრესიული განწყობა და ადვილად გაღიზიანებადობა დაეწყოთ. მოკლედ, ბევრი ძილი ცუდად მოქმედებს განწყობაზე, ჯანმრთელობაზე და იწვევს ნაადრევ სიკვდილს, ჰოდა არ დაიძინოთ… 6-8 საათზე მეტი.
| Print |
FaceBook Twitter Google