სპექტრი+
რატომ ვერ აღწევთ წარმატებას ცხოვრებაში
ადამიანი მუდმივი ევოლუციის პროცესშია, ვითარდება, წინ მიდის. თუმცა ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. არსებობს ცხოვრებისეული ციკლები და იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, საჭიროა ციკლის სრულყოფა. დაუსრულებელი ციკლები გვბლოკავენ, ერთ ადგილზე გვყინავენ და ზეგავლენას ახდენენ ფინანსურ, ემოციურ, თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე. საიდან ჩნდებიან ეს ბლოკები? თქვენ რაღაცის კეთება დაიწყეთ, მაგრამ ბოლომდე არ მიიყვანეთ. სახლში სიბინძურეა, არეულობა, უსარგებლო ნივთები, გადაუყრელი ნაგავი, ჩანთაში – ქაოსი, სამუშაო მაგიდაზე – დომხალი. ეს ყველაფერი მატერიალურ ბლოკს აჩენს. გაბრაზდით, განაწყენდით ვინმეზე, ან საკუთარ თავზე, თუმცა ჩაახშვეთ ეს ემოცია, არ გაარკვიეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ, დაგავიწყდათ. ეს ყველაფერი ემოციურ ბლოკს აჩენს. ვიღაცას რაღაცას დაპირდით, არ შეასრულეთ – გბლოკავთ. აპირებდით რაღაცის გაკეთებას, არ გააკეთეთ – გბლოკავთ. დაუმთავრებელი წიგნები, შეუსრულებელი დავალებები, გადადებული გამოცდები, საქმეები… ეს ყველაფერი კარიერულ წინსვლას გიბლოკავთ. თქვენ სიკეთე გაგიკეთეს, მაგრამ მადლიერება არ გიგრძვნიათ, არ გამოგიხატავთ, არ გადაგიხდიათ. თქვენ წარმოიდგინეთ, თუნდაც ცუდი გაგიკეთონ, მადლიერი უნდა იყოთ. ეს ხომ გაკვეთილებია. მათ გასწავლეს. დაუსრულებელი ციკლები წარსულს გვაჯაჭვავს. თუ მომავალი გსურთ, წარსული უნდა გაუშვათ. ხვალინდელი დღე თუ გსურთ, დღევანდელი დღე დღესვე უნდა დაასრულოთ, ხვალეში ნუ გაიყოლებთ. გადით კომფორტის ზონიდან, რადგან რახანია კომფორტული აღარაა, უბრალოდ მიჩვეული ხართ. თუკი წინ ვერ მიდიხართ, ნიშნავს რომ უკან ბრუნდებით. ეს დეგრადაციაა. გათავისუფლდით, გაუშვით, დატოვეთ! ბევრი ბარგით წინ ვერ წახვალთ და ვერც ახალი, უკეთესი რამეების შეძენას მოახერხებთ.
| Print |
FaceBook Twitter Google