სპექტრი+
იცით რა სამკურნალო თვისებები აქვს კიტრს?
კიტრში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს მეხსიერებას, ამშვიდებს ნერვებს, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ქოლესტერინს და ბევრი დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.
კიტრში უხვადაა კალიუმი და ნატრიუმი. ეს ნივთიერებები აუმჯობესებენ თირკმლების და გულ-სისხლძარღვთა მუშაობას. როგორც მსუბუქი შარდმდენი, შველის შეშუპებას, ოღონდ ის თირკმლებისა და გულის მიზეზით არ უნდა იყოს გამოწვეული. ნაღველმდენი თვისება აქვს გადამწიფებულ კიტრის ნახარშს. ხალხური მედიცინით, ის რეკომენდებულია ღვიძლის დაავადებისას. გარეგანი მკურნალობისთვის გამოიყენება ახალი კიტრის წვენი, ხოლო ყვავილების ნახარშით მკურნალობენ მალარიას.


კიტრი კოსმეტიკური საშუალებაცაა. მისი ნიღბები ათეთრებს და ტონუსს მატებს კანს. კაჟბადისა და გოგირდის წყალობით ის ამაგრებს შემაერთებელი ქსოვილის უჯრედებს, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, კანი ხდება მკვრივი და სუფთა. ფაქტობრივად, კიტრი უკალორიოა, შედგება სტრუქტურული წყლისგან, რომელიც ადნობს ცხიმოვან უჯრედებს და ბუნებრივი გზით გამოდევნის ორგანიზმიდან.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კიტრი /