სპექტრი+
ადამიანის სიტყვებს ბედის შეცვლა შეუძლია
წარმოთქმულ სიტყვას უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს. უნდა აკონტროლოთ საუბარი, რადგან უნებურად წამოცდენილი არასასურველი სიტყვა, ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ. ეზოთერიკების თქმით ეს შესაძლოა, ცხოვრებაში უსიამოვნებების მიზეზიც კი გახდეს. ავმა სიტყვამ შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესებაც გამოიწვიოს. წლის განმავლობაში არსებობს დღეები, როდესაც ადამიანის სიტყვებს ბედის შეცვლა შეუძლია, ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ და წარმატება პირად ცხოვრებაში თავადვე დაგეგმოთ. რაც მეტად აგზნებულად ლაპარაკობს ადამიანი და მძაფრია ემოციური ფონი, მით მეტი ძალა აქვს სიტყვას. სიტყვით შესაძლოა ადამიანმა იმხელა უარყოფითი ენერგია გამოუშვას, რომ მეორე ადამიანის ავადმყოფობა გამოიწვიოს. თუ უარყოფითი ენერგიის ნაკადი მარცხენა მხრიდან მოდის, დიდია შანსი, გულის არეში იგრძნოთ ტკივილი. არ არის გამორიცხული, ამას უცაბედი ინფარქტიც მოჰყვეს და ეს ნამდვილად ავი სიტყვის შედეგი იყოს. ანალოგიური რამ მოხდება სხვა ორგანოებთან დაკავშირებითაც. ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს და ეს კანონზომიერებები ჩვენზეც მოქმედებს – ზოგზე დადებითად და ზოგზე უარყოფითად. შურიანი ადამიანის ბოროტად წარმოთქმულმა სიტყვებმა შეიძლება ავტოკატასტროფაც გამოიწვიოს და ამას დიდი მსხვერპლი მოჰყვეს. საკუთარ ბედზე აუგად საუბარიც არ შეიძლება – ამით საკუთარ თავსაც თვალავთ, ენერგოვამპირისთვისაც ადვილად ხელმისაწვდომი ხდებით და წარმატებებისკენ მიმავალ გზასაც ხერგავთ. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, საკუთარ თავს დაეხმაროს, გახდეს წარმატებული, სასურველი და იღბლიანი. ასე რომ, ნურასდროს იტყვით საკუთარ კეთილდღეობაზე უარს. ნუ მოადუნებთ გონებას, ყურადღება მიაქციეთ, რა მინიშნებას გაძლევთ ცხოვრება. ცხოვრებაში მეტი წარმატების მისაღწევად, უფრო აქტიური დროა ზაფხული, კონკრეტულად კი – ივლისის ბოლო კვირიდან დაწყებული, აგვისტოს ბოლომდე. უფრო კონკრეტულად კი, 27 ივლისი და 1, 15, 27, 28 აგვისტო. ეს დღეები ზაფხულის ყველაზე ძლიერ ენერგეტიკულ დღეებად ითვლება ეზოთერიკაში და ამ დღეებში გოგონებმა უნდა ატარონ მარგალიტის, ხოლო ბიჭებმა კი გიშრის სამკაულები, ყოველ დილა-საღამოს აუცილებლად მიიღონ შხაპი და ბალიშის ქვეშ დააწყონ რკო. გიშრისა და მარგალიტის – ამ ბუნებრივი ქვების სამკაულს უდიდესი ძალა აქვს. შესაძლოა, სწორედ მათმა ენერგიამ მოახდინოს ისეთი ზემოქმედება ადამიანის აურასა და პირად ცხოვრებაზე, რომ მთლიანად შეცვალოს მისი ბედი. ზოგადად, თუ გათხოვილი ხართ, გყავთ მეუღლე და ოჯახური ცხოვრება აწყობილი გაქვთ, მარგალიტის სამკაულის ტარება კარგიც კია თქვენთვის, ოღონდ, უმჯობესია, მარგალიტი ოქროში იყოს ჩასმული. ასევე უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს რკოს. მასთან სიახლოვე ხელს უწყობს ადამიანს, იყოს წარმატებული, მიმზიდველი, სასურველი და ბედნიერი როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაშიც. სხვათა შორის, ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ რკო ადამიანისთვის წარმატებების მომტანი და გამრავლების სიმბოლო იყო, ამიტომ მას ცოლ-ქმრის ბალიშის ქვეშაც დებდნენ და ჯიბითაც ატარებდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google