სპექტრი+
11 ნივთი, რომლის თხოვებაც არ შეიძლება
ალბათ ყველას ჰქონია შემთხვევა,როდესაც სხვისთვის პირადი ნივთის გაზიარება უწევს. ხვდებით, რომ არასწორია, მაგრამ უარის თქმაც გეუხერხულებათ. ასეთ ნივთებს ზოგჯერ შეუძლია თქვენს ორგანიზმს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

გთავაზობთ იმ ნივთების სიას, რომლებიც საშიშია სხვას ათხოვოთ:

1.საპონი - ყოველი გამოყენებისას საპონი იფარება სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებით. ზოგიერთმა მათგანმა კი შეიძლება ინფექციური დაავადება გამოიწვიოს.

2. პირსახოცი - პირსახოცი შეიძლება ითქვას, რომ ბაქტერიების კერაა. სხვისი პირსახოცის გამოყენება შეიძლება რომელიმე კანის დაავადების მიზეზი გახდეს.

3. დეზოდორანტი - თითოეული ოჯახის წევრს უნდა ჰქონდეს თავისი დეზოდორანტი, რადგან ჰიგიენის ეს საშუალებაც იგროვებს ბაქტერიებს.

4. ტუჩის ბალზამი - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს არ აქვს შესამჩნევი დაავადება, მაინც არსებობს შანსი ამ გზით გადაგედოთ ჰერპესი.

5. ყურსასმენები - ეს ერთი შეხედვით უწყინარი ნივთი იწვევს ბაქტერიების გამრავლებას ყურებში. სტაფილოკოკისა და სტრეპტოკოკის ბაქტერიები გროვდება ყურებში, რაც შემდეგ იწვევს სხვადასხვა ანთებით პროცესს.

6. ფეხსაცმელები - განსაკუთრებით ის ფეხსაცმელი, რომელსაც იცვამენ შიშველ ფეხზე, შეიძლება გახდეს სოკოვანი ინფექციის მიზეზი. ეს არის პირადი ჩასაცმელი, რაც ძალიან ახლობელ ადამიანსაც კი არ უნდა ათხოვოთ.

7. საყურე - საყურე შეიძლება ატარებდეს მიკრობებს, რომელიც სისხლის მეშვეობით გადაეცემა. აუცილებლად გაუკეთეთ დეზინფექცია საყურეს, რომელიც ვიღაცას ეკეთა.

8. თმის შესაჭრელი მანქანა - თმის შესაჭრელ მანქანას ჯობია დეზინფექცია გაუკეთოთ, რათა არ გამოიწვიოს ფოლიკულიტი ან აკნე.

9. პინცეტი - თმის ამოღების დროს შესაძლებელია თქვენთვის შეუმჩნევლად დაიზიანოთ კანი, რამაც შეიძლება ინფექციური დაავადება გამოიწვიოს.

10. ფრჩხილის საჭრელი ხელსაწყოები - ადამიანის თითებს შორის შეიძლება არსებობდეს სოკოვანი ინფექცია ან პაპილომა ვირუსი. ამიტომ ნივთები, რომლის მეშვეობითაც ფრჩხილებს იჭრით, არ ათხოვოთ სხვას.

11. საპარსი - ადამიანი შეიძლება არც კი ვარაუდობდეს, რომ რომელიმე ინფექციური დაავადების მატარებელია. ამიტომ იმ ნივთის გამოყენება, რომელიც სხვა პიროვნების კანის მკვდარ უჯრედებს აგროვებს, უდავოდ, რისკის შემცველია.


იხილეთ ამავე თემაზე:


12 ნივთი, რომლის სახლში დატოვებაც უბედურებას იწვევს
რა არ უნდა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს

| Print |
FaceBook Twitter Google