სპექტრი+
რა შეიძლება მოხდეს, თუ დღეში 2 ბანანს მიირთმევთ
ყველამ იცის, რომ ბანანი გემრიელი და საკმაოდ სასარგებლო ხილია. მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს, თუ რამდენად სასარგებლოა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ორ ბანანში თავმოყრილია ძალიან ბევრი ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავისფერლაქებიანი ბანანი ორგანიზმს ეხმარება კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში. ბანანი გვეხმარება დეპრესიის ( დათრგუნვის გრძნობის) დაძლევაში. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ამინომჟავა-ტრიფტოფანს, რომელიც ტვინში სეროტონინად -ბედნიერების ჰორმონად გადაიქცევა. კალიუმის მაღალი შემცველობის გამო, ბანანი კარგად უმკლავდება წნევას და ეფექტურად ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს. ვისაც გულის პრობლემები აწუხებს, ბანანი შეუცვლელი ხილია. ისევე როგორც ვაშლი, ბანანი მდიდარია რკინით. ის დაგეხმარებათ ჰემოგლობინისა და ერითროციტების გამომუშავებაში, აუმჯობესებს რა სისხლის მდგომარეობას ორგანიზმში. როცა გააცნობიერებთ, რომ განწყობა ნული გაქვთ და არაფერი გახარებთ, უბრალოდ შეჭამეთ რამდენიმე ბანანი. ისინი სისხლში შაქრის რაოდენობას ნორმაში მოაქცევენ, ვიტამინი B კი დაგიმშვიდებთ ნერვებს. შედეგად, თქვენ დაისვენებთ და დაძაბულობაც სწრაფად გაქრება. ბანანს შეუძლია კუჭის კედლები დაფაროს განსაკუთრებული გარსით, რომელიც დაიცავს მას კუჭის მჟავის მავნე ზემოქმედებისგან. როცა გულძმარვის მწვავე შეტევა გაქვთ,ის წამალივით მყისიერად მოქმედებს. მისი შეჭმისთანავე სასიამოვნო შვებას იგრძნობთ. ბანანი შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს შეწყვიტონ მოწევა. ვიტამინები B6 და B12, კალიუმი და მაგნიუმი, რომლებიც მრავლადაა ბანანში, კარგი საშუალებაა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან ისინი წარმატებით უმკლავდებიან ნიკოტინს. წყარო: www.Lady.Mcvane.Ge
| Print |
FaceBook Twitter Google