სპექტრი+
როგორ დავძლიოთ შაკიკი
თავის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დისკომფორტია. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს აუტანელი ტკივილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განუცდია.

ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მათ შორის შაკიკი ერთ-ერთ "თვალსაჩინო" ადგილს იკავებს.
შაკიკი ვლინდება ინტენსიური მწვავე მფეთქავი ტკივილით, რომელიც თავის ერთ, ან ორივე მხარეს მოიცავს. შაკიკის შემთხვევაში შეტევითი ტკივილი რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე შეიძლება გაგრძელდეს.

აღმოჩნდა, რომ ამ მტანჯველი ტკივილისგან გათავისუფლება ძალიან მარტივია, თუკი სამკურნალოდ ჰიმალაის მარილის კრისტალებს მიმართავთ.ჰიმალაის მარილის კრისტალი მინერალებით ყველაზე მდიდარია, რომელიც შეიცავს 84 სასარგებლო მინერალს, ელემენტებსა და ელექტროლიტებს. მეცნიერებისთვის ცნობილი მისი შემცველი მხოლოდ 118 ელემენტია.

მარილი ამცირებს თავის ტკივილს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ორგანიზმს ავსებს ენერგიით, აბალანსებს სეროტოტინინის დონეს სისხლძარღვებში, აღადგენს ელექტროლიტურ და ტუტის ბალანსს.

შაკიკის სამკურნალოდ კი მისი გამოყენების წესი მარტივია: ჰიმალაის მარილის კრისტალები (2 ჩაის კოვზი) მაღალი კონცეტრაციით შეურიეთ ერთ ჭიქა ლიმონის წვენს, იმავე ოდენობის ლიმონის ქერქსა და წყალს. ნაყენის მიღების შემდეგ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

| Print |
FaceBook Twitter Google