სპექტრი+
დაღლილობის საწინააღმდეგო წამალი
ორგანიზმში საკვებით, წყლისა და ჰაერის საშუალებით ათასობით უსარგებლო ნაწილაკი და მომწამლავი ნივთიერება ხვდება.
ნეგატიურ ეფექტს აძლიერებს ხშირი სტრესი, არასწორი კვება, უძილობა და დაბინძურებული გარემო. ორგანიზმი სუსტდება. ჩვენ ქრონიკულად დაღლილები და ენერგიისგან დაცლილები ვართ. ასეთ დროს აუცილებელია სისხლის ხშირი წმენდა.

ამ წამლის დამზადება ძალიან მარტივია და მხოლოდ ნიორი და წითელი ღვინო დაგჭირდებათ. იგი წმენდს სისხლს, გამოდევნის ცხიმებს, მარილებს და მავნე ნივთიერებებს ორგანიზმიდან და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

საჭირო ინგრედიენტები: ნახევარი ლიტრი წითელი ღვინო; 12 კბილი ნიორი;

მომზადება:

კარგად გასუფთავებული ნივრის კბილები ოთხად დაჭერით და დოქში ჩაყარეთ, ზედ წითელი ღვინო დაასხით და მჭიდროდ დაუცეთ თავი. 2 კვირის განმავლობაში დადგით ნათელ, მზიან ადგილას და დღეში ერთხელ ფრთხილად შეანჯღრიეთ რომ ინგრედიენტები კარგად აირიოს. ორი კვირის შემდეგ სითხე გაწურეთ და მინის ჭურჭელში გადმოიტანეთ. ერთი თვის განმავლობაში მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ.

| Print |
FaceBook Twitter Google