სპექტრი+
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს
2016 წლის შესახვედრად სხვა ტრადიციებთან ერთად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ჩაცმულობა.
შეეცადეთ ცეცხლოვანი მაიმუნის წელს სათანადოდ შემოსილი შეხვდეთ, რათა მთელი წელი წარმატებული გქონდეთ.
ვერძი: სასურველია, ჩაცმულობაში ბევრი ლურჯი, იასამნისფერი და შავი ტონები ფიგურირებდეს.

კურო: ასტროლოგები ახალი წლის ღამეს ღია ვარდისფერ, ატმისფერ, ცისფერ და მწვანე ფერის ჩაცმას ურჩევენ.

ტყუპები: უმჯობესია თუ ახალი წლის ღამეს სადა სამოსს შეარჩევთ. ფერებიდან კი უპირატესობა ღია მწვანეს, ცისფერს და ვარდისფერს მიანიჭეთ.

კირჩხიბი: ახალი წლის ღამეს ვერცხლისფერი, ოქროსფერი ან ბაცი ვარდისფერი სამოსი დააგამშვენებთ ყველაზე მეტად.

ლომი: ასტროლოგები ურჩევენ, რომ აქცენტი ღია ფერებზე : სასურველია ღია მწვანეზე შეაჩერონ.

ქალწული: საახალწლო გარდერობის შერჩევისას, მრავალფეროვან სამოსზე უნდა შეაჩეროს არჩევანი. ჩაცმულობაში გამოიყენეთ წითელი ან ნარინჯისფერი.

სასწორი: ნებისმიერ სამოსში გამოიყურებიან უზომოდ მომხიბვლელად. საახალწლოდ ასტროლოგების აზრით, მათ შეუძლიათ უპირატესობა მიანიჭონ ფერებს, ღია ტონის ლურჯი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი და ბაცი ცისფერი.

მორიელი: გამოირჩევიან მუქი ტონების, კერძოდ კი, შავი ფერის სიყვარულით. საახალწლოდ მორიელი შავი ან წითელი ფერის სამოსში იქნება განუმეორებლად მომხიბვლელი.

მშვილდოსანი: 2016 წელს მათი ჩაცმის სტილი, თავისუფალი და სადა უნდა იყოს.

თხის რქა: ასტროლოგები ურჩევენ, საახალწლო ღამეს დახვეწილობისა და გრაციოზულობის ეტალონად აქციონ საკუთარი თავი. თქვენი იმიჯი საახალწლოდ კლასიკურობისა და ელეგანტურობის ნაზავი უნდა იყოს.

მერწყული: საახალწლო სამოსზე მეტად ყურადღება მიაქციოს აქსესუარების სწორად შერჩევას. იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი სწორედ აქსესუარებისადმი დიდი სიყვარულია, მაიმუნი ფრიად იხიბლება ამგვარი დეტალებით.

თევზები: უმრავლესობა გიჟდება გემოვნებით ჩაცმა-დახურვაზე. ასტროლოგები გირჩევენ საახალწლო ღამეს, თქვენივე სტიქიის ტონებს მიანიჭოთ უპირატესობა – ცისფერს, მწვანეს და ფირუზისფერს.

| Print |
FaceBook Twitter Google