სპექტრი+
რატომ უნდა დავაძინოთ ბავშვი ადრე
თუ ბავშვის მომავალი გაფიქრებთ, დასაძინებლად ადრე დააწვინეთ. ბოლო დროინდელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვები, რომლებიც ადრე იძინებენ, უფრო ჯანმრთელები არიან.
მელბურნის ინსტიტუტის მეცნიერებმა 4-დან 7 წლამდე 10 700 ბავშვი და მათ მშობლები გამოიკვლიეს.
გაირკვა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრე იძინებდნენ, თანატოლებთან შედარებით მეტად ჯანმრთელები იყვნენ. გარდა ამისა, ჯანმრთელი ბავშვების დედებსაც მშვიდი ნერვები ჰქონდათ, არ იტანჯებოდნენ სტრესებისა და ნევროზისგან.
ბავშვები, რომლებსაც მშობლები გვიან აძინებდნენ, მომავალში წუწუნებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ცუდი ზნე ახასიათებდათ და გამოირჩეოდნენ არადისციპლინირებულობით.

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ბავშვის დაძინების იდეალურ დროდ 20:30 დაასახელეს. საუბარია სკოლამდელ ბავშვებზე. თუმცა, არაფერი დაშავდება, თუ დაძინება ნახევარი საათის დაგვიანებით მოხდება.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა არა ძილის ხანგრძლივობის როლი, არამედ სწორედ ადრე დაძინების ფაქტორი. თუმცა ძილის ხანგრძლოვობაც განსაზღვრული უნდა იყოს: 9-11 საათი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის და 10-13 – სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის.

მაინც რატომ არის აუცილებელი ბავშვის ადრე დაძინება? საქმე ისაა, რომ ბავშვებში ძილის ჰორმონის – მელატონინის გამომუშავება საღამოს 8 საათზე ხდება. ამ დროს ან ცოტა მოგვიანებით ბავშვის დაძინება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს და კარგად გამოძინების საშუალებასაც აძლევს. მეცნიერები გვირჩევენ, ყველა ხმაურიანი თამაში (მათ შორის ტელევიზორი, პლანშეტი და კომპიუტერი) ბავშვს დაძინებამდე 1 საათით ადრე გამოვურთოთ. მკვეთრი ეკრანი მელატინინის გამომუშავებას უშლის ხელს. ხოლო ზღაპრის მოსმენა (შეიძლება აუდიოწიგნისაც), დაძინებას უწყობს ხელს. როცა ადამიანი მშვიდ თხრობას (მუსიკას) უსმენს, უმშვიდდება პულსი და ქვეითდება წნევა, რაც მშვიდი დაძინების საწინდარია.

| Print |
FaceBook Twitter Google