სპექტრი+
რა უნდა გვქონდეს საახალწლო სუფრაზე
2016 წელი მალე დადგება. დიასახლისები ნელ-ნელა იწყებენ ფიქრს სადღესასწაულო სუფრის მომზადებაზე.

გარდა იმისა, რასაც ტრადიციულად ვამზადებთ, ვცდილობთ გავითვალისწინოთ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით რომელი ცხოველის წელი მოდის.
2016 წითელი მაიმუნის წელია და ასტროლოგები გვირჩევენ, მაგიდა წითელი სუფრით და წითელი ხელსახოცებით გავაფორმოთ. ასევე იღბლის მომტანი ყოფილა ხის სუვენირები და სათამაშოები. უპირატესობა ენიჭება ყველაფერს ბუნებრივს - ეცადეთ, სახლიც ბუნებრივად მორთოთ. სუფრაზე უნდა იყოს ბევრი მწვანილი, ეგზოტიკური ხილი, ბოსტნეული. უნდა გამოირჩეოდეს სუფრა მრავალფეროვნებით, რადგან მაიმუნი თითქმის ყველაფერს ჭამს, ხილს, ბოსტნეულს და ხორცეულსაც კი, ოღონდ ძირითადად, გატარებულს.

წელს უპირატესობა ენიჭება მრავალფეროვან, ორიგინალურ და ეგზოტიკურ კერძებს. ეცადეთ, რაღაც განსხვავებული მოამზადოთ, ერთი-ორი კერძი მაინც. კარგი იქნება სხვადასხვაგვარი ხორციანი რულეტები, ქათმის ფილე.
მაიმუნი სიამოვნებით მიირთმევს ზღვის დელიკატესებს, ასე რომ, საახალწლო სუფრაზე ისინიც უნდა გქონდეთ. შეგიძლიათ, სალათებში გამოიყენოთ კრევეტები და კრაბი.
| Print |
FaceBook Twitter Google