სპექტრი+
ფიკუსი - მეჭეჭის და ცხიმგროვის სამკურნალოდ
ფიკუსი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და უპრეტენზიო ოთახის მცენარეა. ის კარგად წმენდს ჰაერს და დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ძველად მიიჩნევდნენ, რომ ფიკუსი შთანთქავდა ნეგატიურ აურას და წმენდდა სახლს უარყოფითი ემოციებისგან. ის წარმატებით გამოიყენება ხველებისა და გაციების წინააღმდეგ, ასევევ ძალიან ეფექტურია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის რევმატიზმი, ართროზი, ართრიტი. ეს მცენარე ბუასილსაც კი კურნავს.

სახსრების ტკივილის დროს - ფიკუსის ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და დაასხით არაყი, დაახურეთ თავზე და დადგით გრილ ბნელ ადგილას მინიმუმ 14 დღით. ნაყენი გაატარეთ მარლაში, ჩაასხით მუქ მინის ბოთლში და შეინახეთ ისევ გრილ ადგილას. ძილის წინ მიიღეთ თბილი, მარილიანი აბაზანა, შემდეგ ეს ხსნარი შეიზილეთ სახსრებში, შემოიხვიეთ თბილი შალი და ისე დაიძინეთ. ეს პროცედურა მინიმუმ 7 დღე უნდა ჩაიტაროთ.

როგორ მოვიშოროთ ხველება - ამისთვის დაგჭირდებათ ფიკუსის ერთი ფოთოლი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, 1,5 ჭიქა წყალი.
წამოადუღეთ წყალი და ჩააგდეთ მასში ფიკუსის ფოთოლი. ადუღეთ სამი წუთი. ამოიღეთ ფოთოლი და დაადეთ ერთი კოვზი თაფლი. დაიდეთ ეს ფოთოლი მკერდზე და შეიხვიეთ თბილად. კომპრესი დილამდე გაიჩერეთ. პროცედურა გააგრძელეთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.

მეჭეჭისა და ცხიმგროვის დროს - დაგჭირდებათ 80 მლ ფიკუსის წვენი და 40 მლ ძმრის ესენცია. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ფიკუსის ფოთლები, გაწურეთ მარლაში. მიღებულ სითხეს დაუმატეთ ძმრის ესენცია. ჩაასხით მუქ შუშის ბოთლში, დაახურეთ თავზე და ისე შეინახეთ. მიღებული სითხე დაისხით დაზიანებულ ადგილზე, ისე, რომ სხვა ადგილს არ მოხვდეს და გაიჩერეთ მინიმუმ 10 წამი, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ ღამ-ღამობით, სანამ მეჭეჭი სრულად არ გაქრება.

კბილის ტკივილის დროს - ერთი სუფრის კოვზი ფიკუსის წვენი, 3 სუფრის კოვზი სპირტი. ფიკუსის წვენს დაასხით სპირტი და ორი დღე გააჩერეთ. დაასველეთ ბამბა ამ ხსნარში და დაიდეთ მტკივან კბილზე, ცოტა ხანში კი გამოივლეთ გვირილის ნაყენი. ამ ნაყენის ხმარება არ შეიძლება ორსული ქალებისთვის და ბავშვებისთვის, ასევე გულით ავადმყოფებისთვის.
| Print |
FaceBook Twitter Google