სპექტრი+
რა აკლია თქვენს ორგანიზმს
თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმი, ხშირად ზომიერების გრძნობას გვაკარგვინებს. მოწესრიგებული კვებისა და ფიზიკური ვარჯიშებისთვის დრო აღარ გვრჩება, დროთა განმავლობაში კი ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება. ამიტომ კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენი ცხოვრების წესს, განსაზღვრეთ, რა გაკლიათ და დაეხმარეთ საკუთარ ორგანიზმს.

1. თუ საუზმეზე ხშირად ამბობთ უარს, თქვენს ორგანიზმს აკლია კალციუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები, რძიანი ფაფები. კალციუმი არეგულირებს წნევას და ამცირებს ოსტეოქონდროზის რისკს.

2. თუ სამსახურში ძალიან დაკავებული ხართ, სრულყოფილად სადილობას ვერ ახერხებთ და თქვენი მენიუ ფუნთუშებითა და სენდვიჩებით შემოიფარგლება, ესე იგი უჯრედისები გაკლიათ. ჩვეული ჭიქა წვენის ნაცვლად, საუზმე ხილით დაიწყეთ. სამსახურში, როცა მსუბუქად წასაუზმება მოგინდებათ, ხილი ან ჩირი მიირთვით.

3. თუ ქიმიურ გასახდომ საშუალებებს იყენებთ, გაკლიათ ფიტოელემენტები, რომლებსაც ბევრი ნატურალური პროდუქტი შეიცავს. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ეს ნივთიერებები კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ხილი მიირთვით. მაგალითად, ყურძენი გულის მუშაობას ააქტიურებს, ანანასის შემადგენლობაში შემავალი ბრომელაინი უჯრედებში ენერგეტიკულ პროცესებს აძლიერებს.

4. თუ ბევრს ეწევით, თქვენს ორგანიზმს C ვიტამინი აკლია. მისი ნაკლებობა იწვევს გაციებას, ღრძილების დაავადებებს, დაღლას და ძილის დარღვევას. საუკეთესო გამოსავალია, მოწევას თავი დაანებოთ. მანამდე კი მიიღეთ ვიტამინი C, სულ მცირე დღეში 100 მილიგრამი. რეგულარულად მიირთვით ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი, მჟავე კომბოსტო და ტკბილი წიწაკა.

5. თუ ვეგეტარიანელი ხართ, თქვენს ორგანიზმს რკინა და B ჯგუფის ვიტამინები აკლია. კარგია, თუ მცენარეულ საკვებს 1 ჭიქა ახალგამოწურულ ფორთოხლის წვენსაც მიაყოლებთ. B ჯგუფის ვიტამინების აღსადგენად რაციონში მეტი პარკოსნები ჩართეთ და ყოველდღიურად პოლივიტამინები მიიღეთ.

6. თუ აქტიურად მისდევთ სპორტს და ყოველდღიურად ფიზიკურად ვარჯიშობთ, მაშინ თქვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის. ინტენსიური ვარჯიშის დროს, თუნდაც დღეში ერთი საათი 20 პროცენტით მეტ სითხეს კარგავს, ვიდრე სამუშაო მაგიდასთან. ორგანიზმის გაუწყლოება თავის ტკივილს, ყაზბობას, კუნთების სპაზმებსა და გახშირებულ გულისცემას იწვევს.
დღეში არანაკლებ 8 ჭიქა წყალი დალიეთ. ფიზიკური ვარჯიშისას ყოველ 15 წუთში 10 ყლუპი წყალი დალიეთ.
| Print |
FaceBook Twitter Google